საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

access_time2019-08-15 18:00:18

მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტია.


სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ წელს, საქართველოში ტურისტულმა სეზონი სასტუმროების მფლობელებისთვის წამგებიანი არ უნდა ყოფილიყო.


ამ სტატისტიკური მონაცემების ფონზე საინტერესოა, ტურისტული ნაკადის ზრდა რამდენად აისახა სასტუმროების ფასებზე? „ბიზნესპრესნიუსმა“ გადაწყვიტა, ბიზნესპლატფორმა Hotelhub.ge-ის მიერ ბოლო 20 000 ტურისტის ვიზიტის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შესაბამისად, საქართველოს 5 რეგიონში მდებარე სასტუმროებში ერთი ღამის ფასები შეადაროს. Hotelhub.ge ორი წელია, საერთაშორისო ტუროპერატორებს ქართული სასტუმროების ინდივიდუალურ და ჯგუფურ ჯავშნებს სთავაზობს. ამ პერიოდში დაკვირვების შედეგად კი ბიზნესპლატფორმამ ტურისტულ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები დეტალურად შეისწავლა.


ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს თბილისი და ბათუმი წარმოადგენს. ამას მოსდევს კახეთი, სვანეთი და იმერეთი, უფრო კონკრეტულად, ქუთაისის ტერიტორია. Hutelhub.ge-ის ინფორმაციით, თბილისის სასტუმროებში ფასები 10-12 პროცენტით არის შემცირებული. ასევე, 10-პროცენტიანი კლება შეინიშნება ბათუმში, ხოლო კახეთში 5 პროცენტიანი.


ამავე სეზონზე, სასტუმროებში ფასები 5 პროცენტით გაიზარდა ქუთაისსა და სვანეთში.


ფასი ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება. ბაზარზე არსებულ მოთხოვნასთან ერთად, ფასის წარმოქმნაზე ზეგავლენა შესაძლოა, სხვა ფაქტორებმაც მოახდინონ, მაგალითად, მოლოდინებმა. მიმდინარე სეზონზე ეკონომისტთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ საქართველოზე, როგორც ტურისტულ ქვეყანაზე მოთხოვნა შემცირდებოდა, რაც სასტუმროებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებში არსებულ ფასებზეც აისახებოდა. რაც უფრო მაღალია პროდუქტზე ან მომსახურებაზე მოთხოვნა ფასიც იზრდება; ხოლო რაც უფრო მცირდება მოთხოვნა, ფასიც მცირდება. სავარაუდოდ, შექმნილმა მოლოდინებმა განაპირობა ის, რომ, ტურისტებში ყველაზე პოპულარულ ქალაქებში თბილისსა და ბათუმში და ასევე, კახეთის რეგიონში, სადაც არაერთი მაღალი კლასის სასტუმრო მდებარეობს, ფასები 5-12 პროცენტით შემცირდა.



ამასთან, ერთ-ერთი მიზეზი, რითიც ქუთაისსა და სვანეთში მდებარე სასტუმროებში 5 პროცენტით გაზრდილი ფასები შეიძლება აიხსნას, გაზრდილი მოთხოვნაა.


ტურიზმის განვითარებასთან ერთად, სასტუმროების მიმართ ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნა იზრდება. ბიზნესპლატფორმა Hotelhub.ge-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოში არსებულ სასტუმროებს შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა 3-ვარსკვლავიან, 4-ვარსკვლავიან და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზეა.


აღნიშნული ტენდენცია გვეუბნება, რომ მართალია, საქართველოში შემოსული ტურისტული ნაკადის უმეტესი ნაწილი მაღალმხარჯველი არ არის, მაღალი კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა მაინც მზარდია. მნიშვნელოვანია, ქვეყანას ბევრი მაღალმხარჯველი ტურისტი სტუმრობდეს და მაღალი კლასის სასტუმროებსა და მომსახურებაში ხარჯავდეს ფულს.


Hotelhub.ge-ის მიერ ბოლო 20 000 ტურისტის ვიზიტის საფუძველზე მიღებული მონაცემების თანახმად, დასავლეთ ევროპიდან შემოსული ტურისტები უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპიდან შემოსული ნაკადი.


უფრო კონკრეტულად, ესპანელი ტურისტები ღამეებს ძირითადად, 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ატარებენ, იტალიიდან ჩამოსულები 4-ვარსკვლავიანში, ფრანგ ტურისტებში ძირითადად, 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებია პოპულარული, პოლონელებსა და ბალტიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებში კი 3-ვარსკვლავიანი.


ის, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ტურიზმის ზრდისთვის მნიშვნელოვანია, ამას ბიზნესპლატფორმა Hotelhub.ge-ის რეგიონებზე არსებულ მოთხოვნასთან დაკავშირებული მონაცემებით მოწმობს. სვანეთზე, თუშეთზე, კახეთსა და აჭარაზე წელს ყველაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. სვანეთზე მოთხოვნა ძირითადად, გერმანელი ტურისტების მხრიდან ტრეკინგზე ფიქსირდება, ხოლო თუშეთზე, რომელიც საკმაოდ რთული გზებით არის ცნობილი, ზოგადად, ევროპიდან ჩამოსული ტურისტების მხრიდან.


რაც შეეხება კახეთსა და აჭარას, ბოლო წლებია, აქ ტურისტული ინფრასქტრუქტურა აქტიურად ვითარდება, შენდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, იზრდება რეგიონების ცნობადობა, უცხოურ სატელევიზიო ეთერებში ტრიალებს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლები, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიური შედეგის მომტანია.


BPN






ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა
access_time2020-02-19 17:00:28
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა. არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-19 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ...

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო
access_time2020-02-19 19:30:28
„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.   სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა,...

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას საბიუჯეტო რესურსები არ ჰყოფნის“

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას  საბიუჯეტო რესურსები  არ ჰყოფნის“
access_time2020-02-19 16:00:47
მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი...


მსგავსი სიახლეები

up