საქართველოში საშუალო ფენა 7%-დან 25%-მდე გაიზარდა?! - ვინ და როგორ დაითვალა საშუალო კლასი

საქართველოში საშუალო ფენა 7%-დან 25%-მდე გაიზარდა?! - ვინ და როგორ დაითვალა საშუალო კლასი

access_time2018-12-20 09:00:21

საქართველოში საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება, 32% ღარიბია, 37% - ზომიერად ღარიბი, 24% - მოწყვლადი ჯგუფი - ასეთია მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგი.


მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგებით, საქართველოში მოსახლეობის 32% დღეს ღარიბია და დღეში 2.5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს; კიდევ 37% ზომიერად ღარიბია და ჭამა-სმაზე, ჩაცმაზე, კომუნალურ ხარჯებზე, ბავშვების განათლებასა და მედიკამენტებზე დღიურად 5 დოლარს უნდა დასჯერდეს; დანარჩენი 24% მოწყვლად ჯგუფშია. ასე რომ, გამოდის, საშუალო ფენის ხვედრითი წილი საქართველოში დღეს 7%-ს არ აღემატება.


თუმცა, ცოტა ხნის წინ საქართველოში, ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევის (საშუალო კლასი საქართველოში: რაოდენობრივი შეფასება, დინამიკა და პროფილი”)  შედეგები გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში 2017 წლის მონაცემებით, საშუალო კლასის რაოდენობა საზოგადოების 25%-ზე მეტია.


რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა საშუალო კლასი და ვინ ითვლება ქვეყანაში საშუალო ფენად ამის შესახებ ისაუბრა გადაცემაში „კომერსანტზე სანდრო ვეფხვაძესთან ერთად“ ეკონომიკის ექსპერტმა და კვლევის ერთ-ერთი ავტორმა ნოდარ კაპანაძე იყო.



„საშუალო კლასი ის ხალხია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს საზოგადოების სოციალური სტაბილურობის გარანტიას. თუ საშუალო კლასი საზოგადოების 50%-ზე მეტია, ე.ი ის საზოგადოება სტაბილურია. ჩვენი კვლევა რონდელის ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. გამოვყავით საქართველო შინამეურნეობების მონაცემების უწყვეტი დროითი მწკრივი 2009-2017 წლებში, დავამუშავეთ არსებული მონაცემთა ბაზები.


გამოვიყენეთ ოცი სხვადასხვა პარამეტრი,რომელიც დაჯგუფებული იყო რვა ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის არის საცხოვრისი, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალო კლასად ჩაითვლება ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი საცხოვრისი და 1 ადამიანზე ოთახების რაოდენობა არ უნდა იყოს ნახევარ ოთახზე მეტი. საცხოვრისის ფართი 12 კვ.მ-ზე მეტი უნდა იყოს. იგი არ უნდა იმყოფებოდეს ავარიულ მდგომარეობაში. შემდეგი კატეორიაა ასევე ხანძგრძლივი მოხმარების ნივთების ქონა, სადაც შედის სარეცხის მანქანა, ტელევიზორი, კომპიუტერი და მსუბუქი ავტომობილი,  აღნიშნა  ნოდარ კაპანაძემ.



მისივე განმარტებით, საშუალო ფენის დასადგენად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა ბაზისურ კომუნალურ სისტემებზე ხელმისაწვდომობა, როგორიცაა ცხელი წყალი, გათბობის ცენტრუალური ან ინდივიდუალური სისტემა. ინტერნეტთან წვდომა. თხევადი ან ბუნებრივი გაზმომარაგება.



განათლებაც მნიშვნელოვანი კატეგორიაა. ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შემდგომი საფეხურების განათლება მიღებული. დასაქმებაც აუცილებელია. ოჯახის 1 წევრი მაინც უნდა ჰქონდეს მაღალი კვალიფიკაცია.



ფინანსებზე წვდომის თვალსაზრისით, 1 სულ მოსახლეზე მკვეთრად გამოხატული ზრდის ტენდეციები გვაქვს. საშუალო კლასის შეფასებაში შემოსავლებად და მოხმარების ზღვრებად ავიღეთ იმ ოჯახების შემოსავლების მოცულობა, რომლებიც არც ერთხელ არ მომხვდარან საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ.



ჩვენ დავთვალეთ ვინ, რამდენი პროცენტით არის საშუალო კლასი. გამოვყავით სამი ფენა. ქვედა საშუალო კლასი, რომელიც 75-80% - ში შევიდა , 90-100% შუა საშუალო კლასი და ზედა, რომელმაც სრული 100% მაჩვენებლები მიიღო. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენი საზოგადოების 25% საშუალო კლასის წარმომადგენელია. აქედან 5%ზე მეტია ზედა საშუალო კლასი, 10-12% შუა და დაახლოებით 13% არის ქვედა საშუალო კლასი.
ჩვენს კვლევაში მთავარი არის დროითი მწკრივი, რომელიც გვიჩვენებს, რომ 2009 წლიდან 2017 წლამდე, საშუალო კლასი საქართველოს ქალაქებში გაორმაგდა, ხოლო სოფლებში გასამმაგდა,“- განმარტავს ნოდარ კაპანაძე.



კომერსანტი







13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას
access_time2021-05-11 12:04:09
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური...

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

რას მოუტანს ქვეყანას სლოვაკი ეკონომიკური მრჩეველი - მთავარი მოთხოვნა ინვესტიციების მოზიდვაა

რას მოუტანს ქვეყანას სლოვაკი ეკონომიკური მრჩეველი - მთავარი მოთხოვნა ინვესტიციების მოზიდვაა
access_time2021-05-11 12:30:29
2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა განახევრდა და 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა, თუ დოლარის თავის თავთან მიმართებაში გაუფასურებასაც გავითვალისწინებთ 18 წლიან მინიმუმამდე. საუბარი იმის შესახებ, რომ საელჩოებმა ინვესტიციები მოიზიდონ, წლებია საუბრად რჩება. საკითხი ხელახლა მას შემდეგ გააქტიურდა რაც გასულ კვირას, აღნიშნული მიმართულებით პრემიერის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა. ვაზილ ჰუდაკი სხვადასხვა დროს სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრისა და ევროპის საინვესტიციო...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up