ბოლო დროს ქვეყანაში საქორწილო ტურიზმი საკმაოდ განვითარდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქორწილს როგორ ქართველი ასევე უცხოელი წყვილებიც გეგმავენ. ორგანიზატორობას კი Malibu Flowers • მალიბუს ყვავილებს” ანდობენ.
მალიბუ ფლავერსის დამფუძნებლებმა მარიამ კლდიაშვილმა “კომერსანტთან” აღნიშნა რომ უცხოელი წყვილებიდან ინდოელები და ირანელები გამოირჩევიან რადგან მათი წვეულება ყველაზე მაღალბიუჯერურია.
უცხოელების მსგავსად ქორწილისა და სხვა წვეულებების გაფორმებას ბოლო დროს დიდ ყურადღებას ქართველებიც აქცევენ.
“თუ სხვა დროს გაფორმების საკითხი დიდად არ აინტეწრესებდათ ქართველ დამკვეთს, ახლა პირიქით, შეიძლება საჭმელში ან სხვა დეტალში დაზოგონ თანხა, მაგრამ გაფორმება სრულყოფილი უნდა იყოს. ბოლო დროს კი ქართველი და უცხოელი წყვილები და ზოგადად სხვადასხვა წვეულებია დამკვეთები თანაბრად გვყავს. უცხოელების შემთხვევაში, როდესაც ქორწილს გეგმავენ ამჯობინებენ ნეიტრალურ ფერთა პალიტრას, უცხოელები ლოკაციის თვალსაზრისით, ძალიან ამსგავსებენ კახეთის მხარეს ტოსკანას და ის წყვილები,რომლებსაც უნდათ ქორწილის გადახდა ტოსკანაში, კახეთში მოდიან,- ამბობს მარიამ კლდიაშვილი.”-ამბობს მარიამ კლდიაშვილი.
კომპანია ბაზარზე 2014 წლიდანაა და მოიცავს ქორწილის და სხვა წვეულების, როგორც ორგანიზებას, ისე გაფორმებას. მუშაობენ ყვავილებსა და სხვადასხვა დეკორაციაზე რომლებსაც თავად აწყობენ.
მიუხედავად მოთხოვნისა მალიბუ ფლავერში აცხადებენ, რომ მათთან ფასების ზრდა მხოლოდ ყვავილებზეა დამოკიდებული, რადგან არასეზონზე ყვავილები უფრო ძვირია.
“ჩვეთან ფასების ცვლილება ლარზე ან დოლარზე არ არის დამოკიდებული, არამე დ ყვავილების სეზონზე, რადგან ზამთარში ყვავილი გაცილებით ძირი ღირს ზაფხულში კი პირიქით. გვაქვს, როგორც ადგილობრივი ყვავილები, ოღონდ მხოლოდ ზაფხულში , ასევე შემოტანილიც. ყვავილებით ძირითადად ჰოლანდიიდან, ეკვადორიდან, თურქეთი, ირანი და სომხეთიდან ვმარაგდებით. თუმცა ამ ქვეყნების შემთხვევაშიცაა ჩაშლილი ფასები, მაგალითად სომხეთიდან შედარებით იაფი ყვავილები შემოდის ვიდრე ეკვადორიდან, ხოლო ყველა დასახელებულ ქვეყანაზე ძვირიანი ყვავილი ჰოლანდიიდან მოგვაქვს.”-ამბობს მარიამ კლდიაშვილი.
კლდიაშვილი მსოფლიოში და წვეყანაში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ გავრცელებული კორონავირუსის მიუხედავად მათ კომპანიას მუშაობა არ შეუჩერებია და ზაფხულში 5 უცხოელი წყვილის ქორწილის ორგანიზებითაა დაკავებული, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი.
ნათია ლომიძე