საქართველოში ZARA-ს ბრენდის ქვეშ პროდუქციის  წარმოება  შრომის კოდექსის გამო ფერხდება

საქართველოში ZARA-ს ბრენდის ქვეშ პროდუქციის წარმოება შრომის კოდექსის გამო ფერხდება

access_time2019-02-06 13:00:41

„საქართველოში ბევრ ცნობილ ბრენდს მუშაობა არ უნდა და მათთან მოლაპარაკებაზე დადებითი შედეგის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ქუთაისში H&M-ის მწარმოებელი კომპანიის „ემჯიემტექსი“-ს დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ განუცხადა.


ლომინაძის თქმით, საქართველოში ცნობილი ბრენდების წარმოებასთან დაკავშირებით პრობლემას ქართული შრომის კოდექსი ქმნის, რადგან ქვეყანაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრული არ არის, რის გამოც უცხოური სამოსის ბრენდები საქართველოში წარმოების დაწყებისგან თავს იკავებენ.


როგორც „ემჯიემტექსი“-ს დირექტორი აღნიშნავს, სწორედ მინიმალური ხელფასის არარსებობა აფერხებს ZARA-ს,  ქუთაისში მისი ბრენდის შეკერვა რომ დაიწყოს. 

 

„ბრენდებთან მოლაპარაკება მარტივი არ არის, რადგან ქართულ შრომის კოდექსთან დაკავშირებით ქვეყანაში გარკვეული სახის პრობლემები დგას. ამჟამად ესპანურ ZARA-სთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მათგან პრობლემად ცალსახად შრომის კოდექსი სახელდება. სწორედ ამიტომ ვერ შემოდის წარმოებაზე ZARA, თორემ „ემჯიემტექსის“ ყველა პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენთან შეკერილი ნაწარმი ევროპის ბაზარზე გაიყიდოს  ZARA იარლიყით MADE IN GEORGIA (დამზადებულია საქართველოში), როგორც H&M-ის შემთხვევაშია“ - განაცხადა ელიზბარ ლომინაძემ.  

  


თქვენ თუ გააჟღერეთ ეს საკითხი სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებში? – „გვაქვს სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები, თუმცა ბევრი წინააღმდეგობაა იმასთან დაკავშრებით, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა თავისუფალი ეკონომიკის მიდგომებს ეწინააღმდეგება. ჯერ-ჯერობით სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების დონეზე ვართ, თუ როგორ უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასი ამ ეტაპზე კონკრეტული შედეგები არ გვაქვს.“

 

ელიზბარ ლომინაძის თქმით, შრომის კოდექსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოსვლამდე პრობლემები H&M-საც ჰქონდა, თუმცა „ემჯიემტექსმა“ თანამშრომლებთან შიდა რეგუალციით მათი ხელფასი განსაზღვრა და ბევრი საკითხი ევროპული მოდელიდან გამომდინარე დარეგულირდა.


როგორც ცნობილია, “ქართულმა კომპანიამ „ემჯიემტექსი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, H&M-ის მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტი გაიარა და ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, H&M-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით MADE IN GEORGIA (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.



ლიკა გურაბანიძე

 






ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...


მსგავსი სიახლეები

up