საქართველოში  საკონტეინერო ტვირთბრუნვის ზრდა ამერიკის მიერ ირანთან ამოქმედებულ შეზღუდვებს უკავშირდება

საქართველოში საკონტეინერო ტვირთბრუნვის ზრდა ამერიკის მიერ ირანთან ამოქმედებულ შეზღუდვებს უკავშირდება

access_time2018-09-06 09:30:00

შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში საკონტეინერო ტვირთბრუნვა გაიზარდა.

როგორც „კომერსანტს“ HUB GEORGIA–ს ექსპერტმა, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა, ამ მიმართულებით ტვირთბრუნვის ზრდას, რამდენიმე მიზეზი აქვს.



პირველი - ამერიკის ირანთან სანქციების შემდეგ საკონტეინერო ნაკადი ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში გადმომისამართდა. მეორე -ხდება გლობალური ტენდენცია, რაც დაკავშირებულია კონტეინარიზაციის პროცესის გააქტიურებისკენ. ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ყველა გემთმფლობელი ფიქრობს, რომ ტვირთი კონტეინერში ჩადოს.




როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, ეს ტენდენციაა მთლიანად შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის და მეზობელ ქვეყნებში უფრო მაღალია. თუმცა, მისივე შეფასებით, ის რაც დღეს ხდება, არის დადებითი.



„ბოლო წელიწადნახევარია ჩვენს ნავსადგურებში საკონტეინერო ნაკადი იზრდება. ტვირთმფლობელებმა გადაიტანეს ტვირთები კონტეინერში, ამან კი კონტეინერზაციის მომენტი გაზარდა. ამასთან მნიშვნელოვანია, რამაც განაპირობა ბათუმის და ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო ნაკადების ზრდა, ირანთან დაკავშირებით ამერიკის მიერ გამოცხადებული შეზღუდვებია. ირანში ძალიან ბევრი საკონტეინერო ნაკადი შედიოდა, რომელიც ირანიდან სომხეთში და აზერბაიჯანში გადაიზიდებოდა. დღეს ირანის ნავსადგურში ტვირთი ნაწილობრივ შედის, თუმცა, კონტეინერზე დაახლოებით 1400 დოლარით გაზრდილი ტარიფით. შედეგად, ადრე ირანში მიმავალი ტვირთები ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში გადმომისამართდა.“-აცხადებს ცაგარეიშვილი.




როგორც ცნობილია, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საკონტეინერო ტვირთბრუნვა გაიზარდა, მათ შორის საქართველოში.Informall BG -ის მონაცემებით, 2018 წლის I ნახევარში, რეგიონში, 1 472 826 TEUs კონტეინერი გადამუშავდა, მათ შორის 1 472 826 TEUs დატვირთული კონტეინერი იყო.




Gbc-ის ინფორმაციით, მონაცემები ცხადყოფს, რომ დატვირთული კონტეინერების რაოდენობა წლიურად 9.25%-ით არის გაზრდილი.



ამასთან, ზრდა დაფიქსირდა შავი ზღვის აუზის ხუთივე ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა უკრაინამ - 17.32%, შემდეგ მოდის საქართველო (14.66%) და ბულგარეთი (6.05%).
აღსანიშნავია, რომ გადამუშავებული კონტეინერების 56.58% იმპორტი, 43.42% ექსპორტი იყო. საქართველოსა და რუმინეთიდან საექსპორტო საკონტეინერო ტვირთი შემცირდა. კლება შესაბამისად, 15.25% და 6.21%.
რაც შეეხება იმპორტს, 14.48% არის გაზრდილი, მათ შორის საქართველოში რეკორდული ზრდაა - 21.13%.



ამრიგად, დატვირთული კონტეინერების გადამუშავება ქვეყნების მხრივ ასე გადანაწილდა: უკრაინა - 29.65%, რუსეთი - 27.90%, რუმინეთი - 22.56%, საქართველო - 11,37%, ბულგარეთი - 8.52%.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up