საქართველოში სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესასოციაცია იქმნება

საქართველოში სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესასოციაცია იქმნება

person access_time2016-05-21 12:00:53

საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესგაერთიანება იქმნება. საკუთარი ინტერესების დასაცავად ამჯერად დისტრიბუტორი კომპანიები ერთიანდებიან. რატომ და როდის იქმნება ახალი ბიზნესასოციაცია, რა მიზნები აქვს მას? რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „საათის თემაში“ ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ ისაუბრა:

 

-  დეტალურად ვისაუბროთ ახალ ბიზნესგაერთიანებაზე. როდის, როგორ და რატომ ფუძნდება ახალი ორგანიზაცია?


- ამ ასოციაციის შექმნა დაგეგმილია უახლოეს დღეებში, თვის ბოლოს უკვე დაგგემილია პრეზენტაცია. ასოციაციის შექმნის იდეა მოვიდა იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ბაზარი არის დაუცველი. საკმაოდ გართულებულია ურთიერთობა რითეილერსა და სადისტრიბუციო კომპანიას შორის.

 

ამავდოულად, ყველაზე მთავარი და მტკივნეული რაც არის, ბიზნესის კუთხით სასამართლო არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, რომ კომპანია „გრანდსა“ და „ფურშეტს“ შორის დავა მიმდინარეობს უკვე 6 წელია. ხელოვნურად არის ეს პროცესები გაწელილი. ამით ძალიან ცუდად სარგებლობენ რითეილები და რთულ მდგომარეობაშ გვაყენებენ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არსებობენ კარგი რითეილებიც, რომლებიც არიან ძალიან კარგი გადამხდელები, ზუსტად ეს გვინდა რომ გავხშიროთ.  გავერთიანდით რამდენიმე კომპანია და მე მოვუწოდებ ყველა დისტრიბუტორს, რომელიც გარკვეული პრობლემის წინაშე დგას, გავერთიანდეთ, მოვიფიქროთ გზები ჩვენი პრობლემების გადაჭრისთვის.

 

ჩვენ, ასევე, მჭიდრო ურთიერთობა გვექნება საკანონმდებლო ორგანოებთან, რადგანაც არის კანონები, რომლებიც შესაცვლელია თავად პარლამენტარების მხრიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ის წნეხი, რაც აწევს დისტრიბუციას საქართველოში, მოგვეხსნას.

 

-  კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც საუბრობთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო?

 

-  მაგალითად შემიძლია მოვიყვანო „პოპულისა“ და „მარშეს“ თემა. თავის დროზე მათ მოინდომეს, რომ ისინი გამოეცხადებინად გადახდიისუუნაროდ და ამის შემდეგ მათ ჩვეულებრივად გააგრძელეს მუშაობა, დაგროვილი დავალიანება კი, დაახლოებით 14 მილიონ ლარამდეა, ანუ ეს თანხა უკვე 3 წელია გაჩერებულია,  იმ დროიდან, რაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში კი სხდომა სულ 5-ჯერ ჩაინიშნა. უნდა არსებობდეს რაღაც ბარიერები, რომ როცა რომელიმე რითეილს მოუნდება და გადახდისუუნარობაზე შეიტანოს განაცხადი, არსებობდეს ბერკეტები, რაც ამ პროცესს შეაფრეხებს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ რაიმე არასამართლიანად არ მოხდეს, ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე თანხები არ გაჩერდეს და საბოლოოდ, ეს თანხა რითეილებმა არ მიითვისონ.


 

მნიშვნელოვანი თემაა სასამართლოც. აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებითაც, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს და ელემენტარულად ამდენი ხნის განმავლობაში არ ჭიანურდებოდეს პროცესები.

 

ასოციაციის შექმნის იდეა წამოვიდა იქედან, რომ სამწუხაროდ, ყოველთვის მარტოს მიწევდა ამ საერთო პრობლემების გაჟღერება. ასოციაციის სახელით ბევრად მარტივი იქნება და ალბათ, უფრო მეტად მოგვისმენს მთავრობა და უფრო მეტად  დაგვიდგება გვერდში. წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მიდის საუბარი და სწორედ ასეთი ბიზნესის წარმომადგენლები არიან სადისტრიბუციო კომპანიები. იგივე რომ გააკეთოს რომელიმე რითეილმა, როგორც გააკეთა „მარშემ“, დამერწმუნეთ, რომსაერთოდ გაქრებიან და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარადებიან სადისტრიბუციო კომპანიები. უმარავი ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩება და ათობით მილიონი ლარი, რომელიც ამ კომპანიებისგან სახელმწიფო ბიუჯეტში შედის გადასახადების სახით, დააკლდება ბიუჯეტს.  

 

იმდენად მწვავეა სიტუაცია და ეს სახელმწიფომ არ იცის, გვინდა, რომ ეს ყველაფერი ლანგრით, გამზადებული მივაწოდოთ ხელისუფლებას. კარგად ავუხსნათ სიტუაცია და ისინიც გათვიცნობიერდნენ, თუ რასთან აქვთ საქმე.


- საქართველოში არის რამდენიმე ბიზნესგაერთიანება, როგორც პროფილური, ასევე არაპროფილური. იყავით თუ არა თქვენ რომელიმეში გაერთიანებული და რატომ ვერ შეძელით მათი მეშვეობით პრობლემების მოგვარება და საკუთარი ინტერესების დაცვა?


-  „ბიზნესასოციაცია“, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ მოდი, მოგების გადასახადს ნუ მოვხსნით და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა ამის განხილვა, მათ არც მივმართავდი დასახმარებლად. უცებ აღმოჩნდა, რომ ბიზნესასოციაციის სურვილით მოხდა ამ ცვლილების გადადება ნახევარი წლით. როგორ შეიძლება, რომ ამ ასოციაციას მივმართო? მე უკვე დაგეგმილი მქონდა ახალი პროექტები იქიდან გამომდინარე, რომ მოგების გადასახადი მოიხსნებოდა და იმ თანხას, რეინვესტირებას გავუკეთებდი.  ამ დროს ასოციაცია გამოდის თურმე, მთავრობასთან შეთანხმებით და ამბობს, რომ არ გვინდა ცვლილება და ამოქმედდეს 2017 წლიდან. მართალი რომ გითხრათ, ნამდვილად არ მქონდა სურვილი, რომ მათთვის მიმემართა. აქედან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ ვიწრო მიმართულებით შექმნილი ასოციაცია უფრო ეფექტური იქნებოდა. მაქვს იმის განცდა, რომ, როცა ასოციაციის სახით ვილაპარაკებთ, უფრო გვერდში დაგვიდგება ხელისუფლება.

 

მსგავსი პრობლემა ჰქონდათ ევროპის ქვეყნებსაც, მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ირლანდია, სადაც ერთ-ერთმა მსხვილმა რითეილმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა სადისტრიბუციო კომპანიები. იქ უკვე საკანონმდებლო დონეზე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გადაწყდა საკითხი. შეიქმნა სპეციალური სამსახური, რომელიც ზედამხედველობას უწევს, რამდენად კეთილსინდისიერად ეპყრობიან რიტეილები და სუპერმარკეტები წვრილდა საშუალო სადისტრიბუციო კომპანიებს.


-  როგორც მახსოვს, ეს პრობლემა თქვენ პრემიერთანაც დასვით, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერი დაგპირდათ,  რომ დაგეხმარებოდათ, გადაიდგა თუ არა მისი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით? შეგეხმიანათ თუ არა ვინმე მთავრობის ადმინისტრაციიდან ამ შეხვედრის შემდეგ, რომელიც ამ საკითხს ხელახლა განიხილავდა თქვენთან?


- ერთადერთი, ვინც შემეხმიანა ეს იყო ბიზნესომბუდსმენის მოადგილე. მას შევხვდი და საკმაოდ მკაფიოდ ავუხსენი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც დღეს არსებობს საქართველოს ბაზარზე ამ კუთხით.  მისგან გაკვირვება წამოვიდა, არ ელოდა, თუ ამდენად მწვავედ იდგა ეს პრობლემები. დამპირდა დახმარებას, თუმცა, ეს იყო დაახლოებით თვე-ნახევრის წინ. ის, რომ პრემიერმა გადაწყვიტა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედროდა და გულისყურით მოეკიდა გარკვეულ საკითხებს, უკვე კარგია. მეორეა, რამდენად გაზიარებული იქნება ჩვენი ტკივილი და რამდენად მოგვარდება პრობლემები, ამას დრო გვიჩვენებს.

 

ასოციაციის სახელით მე ბევრად გამიადვილდება მათთან ურთიერთობა, რადგან ფინანსთა სამინისტროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააჟღერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები რომ გამოდიან, არაფერს არ ნიშნავს, მაშინ, როდესაც მსხვილი ბიზნესი ითხოვს გადასახადის გადავადებას.

 

ზოგადად მჭიდროდ ვაპირებთ სხვადასხვა ასოციაციასთან ურთიერთობას, არ ვგულისხმობ „ბიზნესასოციაციას“, არამედ სხვა პროფილურ ასოციაციებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ. 




BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up