2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საბანკო დაკრედიტება, გაცვლითი კურსის გამორიცხვით, 18%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მთლიანი სესხების მოცულობა 43.1 მლრდ ლარია, საიდანაც 21 მილიარდზე მეტი ეროვნული ვალუტის და 7.1 მილიარდი დოლარის სავალუტო სესხია. ფიზიკური პირების სესხები 18.6%-ით, ბიზნეს სესხების მოცულობა 17.9%-ით, სამომხმარებლო კრედიტების 29.1%-ით, იპოთეკის 12.9%, სხვა სესხები კი 18%-ით გაიზარდა.
2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ გაცემული დეპოზიტების მოცულობა გაცვლითი კურსის გამორიცხვით 11%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ბანკების მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 37.2 მლრდ ლარია, საიდანაც 4.4 მილიარდი ეროვნული ვალუტის და 6.9 მილიარდი დოლარის სავალუტო დეპოზიტია.