საავიაციო ნავთის, სანავთობო ბიტუმისა და LPG-ის იმპორტის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი

საავიაციო ნავთის, სანავთობო ბიტუმისა და LPG-ის იმპორტის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი

access_time2018-07-12 19:17:40

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2018 წლის ივნისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,0 ათასი ტონა, რაც 2,7 ათასი ტონით მეტია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით (7,3 ათასი ტონა).


ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის ივნისის საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 6,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის საბერძნეთი - 3,7 ათასი ტონა (37,0%).


მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 41,3 ათასი ტონა, რაც 8,9 ათასი ტონით ანუ 27,5%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (32,4 ათასი ტონა).


2018 წლის ივნისის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 11,2 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 99,1% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 33,6 ათასი ტონა, რაც 6,5 ათასი ტონით ანუ 16,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (40,1 ათასი ტონა).


2018 წლის ივნისის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს (1,1 ათასი ტონა).
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეებში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 6,2 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (7,0 ათასი ტონა).



მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით (1,9 ათასი ტონა).
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 8,9 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელ (8,6 ათასი ტონა).










საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up