საქართველოში პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს დაფუძნება აუცილებელია

საქართველოში პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს დაფუძნება აუცილებელია

access_time2019-10-17 11:30:34

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ განაცხადა, რომ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო ამ ეტაპზე მზად არ არის საქართველოში  შემოვიდეს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორი.

 

კომპანია “ჩემი რანჩოს” ხელმძღვანელის ვანო იოსელიანის განცხადებით, საქართველოში ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა,შესაბამისად, საარბიტრაჟო სასამართლოს დაფუძნება შესაძლებელია.

 

 „საქართველოში პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს დაფუძნების მზადყოფნა არის, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რეფორმების გატარება. საჭიროა კომპეტენტური ხალხი ჩაუდგეს რეფორმას სათავეში. ქვეყანაში უნდა იყოს ნება იმისა, რომ სუბიექტს შორის დავა წყდებოდეს სწრაფად, ოპერატიულად და კომპეტენტურად. დღესდღეობით პრობლემა არის ის, რომ ბევრ მოსამართლეს კომპეტენცია არ აქვს. ასევე კიდევ ერთი მოუგვარებელი პრობლემაა რიგები. ბიზნესდავის განხილვა შეიძლება დაიწყო 2004 წელს, შემდეგ გასაჩივრდეს და საბოლოო გადაწყვტილება მიღებული იქნება 2024 წელს, როდესაც დავა აქტუალობას კარგავს, აი ეს არის მთავარი. ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავის ინტერესს დაიცავს არბიტრაჟში თუ სასამართლოში სწრაფად და დავას კომპეტენტური ხალხი განიხილავს“, - განმარტავს ვანო იოსელიანი.

 

ვანო იოსელიანის მოსაზრებას იზიარებს „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი. მისი თქმით, ქვეყანაში პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს დაფუძნდება შესაძლებელია. თუმცა ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში ძირეულადაა შესაცვლელი.



„ვფიქრობ რომ ქვეყანაში სამართლებრივი სივრცეა მოსაწესრიგებელი. რაც უფრო მეტი დავების გადაწყვეტის ინსტრუმენტი გვექნება, მით უფრო გაუადვილდება ბიზნესს ოპერირება. მთავრი  ჯანსაღი სამართლებრივი სივრცის შექმნაა. წლებია ეს საკითხი მოსაწესრიგებელი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოდან დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ტრეინინგები ჩაატარეს, ვფიქრობ, რომ დღევანდელ მდგომარეობას ამით ვერ გამოასწორებენ, რადგან ეს ტრენინგები ფასადურია. ძველი მოსამართლეები რომლებიც დაკვეთებს ასრულებდნენ არინ ჯალათი მოსამართლეები და ამათ რა ტრეინინგები უშველით?“, - განმარტავს დავით ბეგიაშვილი.

 

 საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარით შემოიფარგლა „ტოიოტა ცენტრი თბილისის” დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი. ბიზნესმენი საქართველოში არბიტრაჟის შემოღების აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

გურჩიანისგან განსხვავებით გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის შემოღება აუცილებელია.

 


ბაჩო ადამია 





ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up