საქართველოში რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმა დაინერგა

საქართველოში რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმა დაინერგა

access_time2022-11-30 11:20:08

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლუმბერგის ახალ, გაუმჯობესებულ რეპო პლატფორმაზე გადავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კომპანია ბლუმბერგის დელეგაცია სტუმრობს. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდეტთან კობა გვენეტაძესთან შეხვედრა გამართეს.


ფინანსური ბაზრის განვითარების მხარდაჭერის მიზნით ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანია ბლუმბერგთან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბლუმბერგის პლატფორმა აქტიურად გამოიყენება როგორც ეროვნული ბანკის, ისე ადგილობრივი ბაზრის მონაწილეების მხრიდან.


ბლუმბერგის E-bond პლატფორმის საშუალებით ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ რეპო ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელონ. E-bond პლატფორმა ბაზარს უზრუნველყოფს რეპო გარიგებების დადებისათვის ყველა აუცილებელი მექანიზმით, ფასების კოტირებით, ანალიტიკური მონაცემებით. აღსანიშნავია, რომ e-bond პლატფორმა დაცული ინტერფეისის საშუალებით ინტეგრირებულია ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ადგილობრივ GSSS (Georgian Securities and Settlement System) სისტემასთან, რომლის მეშვეობით დადებული გარიგებების სწრაფი და უსაფრთხო ანგარიშსწორება ხორციელდება.



რეპო გარიგებები ამცირებს კონტრაგენტებს შორის საკრედიტო რისკებს, ვინაიდან ნასესხები თანხის არდაბრუნების შემთხვევაში, რეპოს მონაწილეს რჩება ფასიანი ქაღალდი, რომლის გაყიდვითაც მას შეუძლია თავიდან აირიდოს ფინანსური ზარალი. ასევე, რეპო ბაზარი ხელს უწყობს მეორადი ბაზრის ლიკვიდობას, ვინაიდან ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ შესაძლებელია ფულადი თანხის მობილიზება. შესაბამისად, რეპო ბაზარი ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია.


გამართული ფინანსური ბაზარი საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ზრუნვის საგანია, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას, აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკური ზრდას.


პლატფორმის კონფიგურაციის და ტესტირების პროცესში ეროვნულ ბანკთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული კომერციული ბანკების წარმომადგენლები.


ეროვნული ბანკი მოხარულია, რომ გლობალურად საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც განხორციელდა კომპანია ბლუმბერგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმის დანერგვა. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა იმავდროულად ფინანსური ბაზრის მონაწილეების ფინანსური განათლების დონის გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც მთლიანობაში ბაზრის კიდევ უკეთ გამართული მუშაობის წინაპირობაა. საბოლოოდ კი, საზოგადოება იღებს მუდმივ განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებულ, თანამედროვე სისტემებით და ინსტრუმენტებით აღჭურვილ ფინანსურ სისტემას. საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკებთან თანამშრომლობით, მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ფინანსურ ბაზარზე სიახლეებისა და ინოვაციების აქტიურად დანერგვის მიმართულებით, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


თეგები:
E-bond



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up