საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტებიდან აქტიური მხოლოდ 26,3%-ია - "ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე არაჯანსაღი სიტუაციაა"

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტებიდან აქტიური მხოლოდ 26,3%-ია - "ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე არაჯანსაღი სიტუაციაა"

person access_time2017-05-27 10:00:16

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველი მარტის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 652 046  ბიზნეს-სუბიექტი, აქედან აქტიური მხოლოდ 171 532 ერთეული, დაახლოებით, 26,3%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 479 514 „მკვდარი" კომპანიაა.

 

საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე აქტიური ბიზნეს საქმიანობა ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტია. ამ სექტორში სულ 130 488 ფირმაა დარეგისტრირებული, აქედან აქტიური მხოლოდ - 66 528-ია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც 29 574 რეგისტრირებული ფირმიდან 13 028 მუშაობს. რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტების რაოდენობით, მესამე ადგილზეა უძრავი ქონების სააგენტოები. მათი რიცხვი 255 85-ს შეადგენს და მათგან მხოლოდ 13 849-ია აქტიური.

 

ეკონომიკის დოქტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, მიზეზი იმისა,რომ დარეგისტრირებული ფირმების მხოლოდ მეოთხედია აქტიური, რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული, მათ შორის, ის, რომ ხშირად კომპანიები წლის განმავლობაში რამდენიმე სხვა კომპანიას ხსნიან იმისთვის, რომ დღგ არ გადაიხადონ.

 

„რეგისტრირებული ფირმებიდან აქტიური დაახლოებით მეოთხედი რომ არის, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბაზარზე არც ისე ჯანსაღი სიტუაციაა. მიზეზებზე ცალსახად საუბარი რთულია, მაგრამ რამდენიმე შეიძლება გამოიკვეთოს, მაგალითად, ხშირად კომპანიები წლის განმავლობაში რამდენიმე ახალ კომპანიებს იმისთვის არეგისტრირებენ, რომ დღგ-ს გადამხდელებად არ დაფიქსირდნენ. არის კიდევ სხვა მიზეზიც, რომ ფირმის დარეგისტრირება დღეს ძალიან გამარტივებულია როგორც პროცედურულად, ასევე თანხობრივადაც. შესაბამისად, ამის გაკეთება ყველას ხელეწიფება.


 

ასევე, მიზეზად ისიც შეიძლება დასახელდეს, რომ ზოგი კომპანიას არეგისტრირებს იმიტომ, რომ კომპანიის დირექტორად დაფიქსირდეს, თუმცა ასეთი შემთხვევები, არ მგონია ბევრი იყოს. არააქტიური ფირმების არსებობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება გაკოტრების პროცედურების სირთულეც ჩაითვალოს. ეს ყველაფერი ბიზნესმენს ხელს უშლის, რომ ახალი ბიზნესი დაიწყოს. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როცა სუპერმარკეტების ქსელი დახურულა, მაგრამ სხვა სახელით ახალი გახსნილა. ეს უკვე მაქინაციაა. მომავალში მსგავსი ფაქტები რომ თავიდან ავიცილოთ, გაკოტრების შესახებ კანონი დროულად უნდა შეიქმნას. ამაზე ხელისუფლება უკვე მუშაობს", - აღნიშნა ჭარაიამ.

 

მისივე თქმით, ჩვენი თვითმიზანი ახალი კომპანიების რაოდენობრივად გაზრდა არ უნდა იყოს. მთავარია, მათი სტრუქტურა. ამ მხრივ არანაირი სასიხარულო მაჩვენებელი და მონაცემი არ გაქვს. "შეიძლება რომელიმე სამინისტრო ან ორგანიზაციის წარმომადგენელი თავს იწონებდეს იმით, რომ შარშანდელთან შედარებით მეტი ფირმა დარეგისტრირდა და აქედან უფრო მეტი მოქმედებს, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდა. ჩნდება კითხვა თუ ამდენი ფირმა გაიხსნა და მუშაობს, რატომ არის თბილისში უმუშევრობა 20%-ზე მეტი? ამდენი კომპანიის ფონზე უმუშევრობის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა იყოს", - აცხადებს ჭარაია.

 

მისივე შეფასებით, ის ფაქტი, რომ აქტიური ბიზნეს-სუბიექტებს შორის ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სფეროზე მოდის, ზოგადად განვითარებადი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ჭარაია აცხადებს, რომ ჩვენნაირი ტიპის განვითარებად ქვეყნებში ფული მიემართება ისეთ დარგებში, რომლებიც სწრაფად ლიკვიდურია და თანხების სწრაფად ამოღება ხდება. განვითარებულ ქვეყნებში კი აქცენტი ეკონომიკის გრძელვადიან დაკრედიტებაზე კეთდება.

 

"გარდა ამისა, რომ გადავხედოთ საბანკო სექტორს, ბიზნეს სესხების დიდი ნაწილი მოკლე ვადებზეა გათვლილი, რადგან გრძელვადიანი სესხის აღების საპროცენტო განაკვეთი 20%-ზე მეტია. ასეთი პროცენტის გადახდა ახალდაწყებულ ბიზნესს ძალიან უჭირს. ამიტომაც სესხს იღებენ მოკლე ვადით, ვაჭრობის სფეროში აფუძნებენ კომპანიას, რომ თანხები სწრაფად ამოიღონ და ბანკის ვალი გაისტუმრონ. მოკლედ, სისტემაა არაჯანსაღი. არც მომხმარებელი და არც მიმწოდებელი ერთმანეთს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ მთელი ეს სტრუქტურა გრძელვადიანი განვითარებისკენ იყოს მიმართული", - განმარტა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 




საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up