„საქართველოში რძის ფასწარმოქმნა ჯერ კიდევ „ველური“ მეთოდებით ხდება” – ანა მიქაძე

„საქართველოში რძის ფასწარმოქმნა ჯერ კიდევ „ველური“ მეთოდებით ხდება” – ანა მიქაძე

access_time2022-04-23 18:00:46

„საქართველოში რძის ფასწარმოქმნა ჯერ კიდევ „ველური“ მეთოდებით ხდება: ფასი დგინდება სეზონურად, ანუ რძის რაოდენობით და არა რძის ხარისხის მიხედვით, რაც არასწორია. ასეთი „ველური“ მიდომა, მე მგონი, უგანდაშიც კი აღარ არის," - ასე ფიქრობს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ანა მიქაძე და იმ ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას რაც რძის ქართულ ინდისუტრიაში წლებია არსებობს და ვერა და ვერ მოგვარდა. 

"საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს არა რძის წარმოების რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. რძე 200-მდე ლემენტს შეიცავს. ის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროდუქტია, ყველაზე პრეტენზიული ნედლეულია. დავიწყოთ იქიდან, რომ მალფუჭებადია, პეპელასავით მაქსიმუმ 3 დღის სიცოცხლე აქვს ისიც ცივ გარემოში. საქართველოში ამ რთულ ნედლეულს ძალიან ზედაპირულად ვუყურებთ: მოვწველე… დავლიე… რა უჭირს შე კაცო…. არადა, რძეს რომ ვსვამთ, უნდა გვახსოვდეს, რომ არ ვიცით, რა ხელმა, როგორმა ხელმა მოწველა, რამდენად სუფთა, როგორც ჰიგიენურად ისე დაავადებების მხრივ იყო ცური, რა ჭამა ცხოველმა და ა.შ, ანუ, ისედაც რთულ ნედლეულზე ბევრი რამ არ ვიცი. რძეზე დიდი საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი. რძის თემა ისეთივე უხსოვარია როგორც კაცობიობა, როგორც დედამიწა,“ – ამბობს ანა მიქაძე და დასძენს, რომ  მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანის რძის თემა ისეთივე უხსოვარია როგორც კაცობრიობა.

მისივე განმარტებით, რძის და ყველის წარმოება ცხოველის კვებიდან იწყება. არის ნიუანსები, რომლის ცოდნა ფერმერისთვიოს აუცილებელია

“მაგალითად, სიმინდს, ან სილოსს როცა ვაჭმევთ ძროხას, შეიძლება ზოგიერთ ყველში, ასეთი რძე არ გამოდგეს, რადგან არის რისკი, რომ დახეთქოს ყველი, მაგალითად მოქერქილი ყველი. ზოგი ყველის შემთხვევაში, ჟიჟა, ანუ ლუდს როცა ვაძლევთ საკვებად ცხოველს, ის არ არის რეკომენდებული, რადგან რაოდენობრივად კი ზრდის რძის მოცულობას, თუმცა, მასში ყველის გამოსავლიანობა ნულამდეა,” – ამბობს ანა მიქაძე “აგრო სიახლეებთან” ინტერვიუში და ნაცრისა და ყველის ტრადიციულ “პარტნიორობასაც” ეხება. მიქაძე გვეუბნება, რომ უხსოვარი დროიდან ნახშირს ყველში ურევდნენ კიდეც.

“ნაცარი და რძე-ყველი ტრადიციული პარტნიორები არიან. მსოფლიომ შემოინახა ნაცართან ყველის ურთიერთობა. უშვებიან კიდეც ნახშირს ყველში,” – ამბობს მიქაძე და ყურადღებას ამახვილებს რძის წარმოებაში ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე ფერმიდან პროდუქციის საბოლოო ეტაპამდე.


“დაბინძურების კერები არის ყველგან, ფერმიდან დაწყებული, შეიძლება თივა ჩაგივარდეს, შეიძლება ნაკელიანი ხელით მოიწველოს, ცური არ იყოს დაბანილი, ან შეიძლება მასტიტი, ან სხვა დაავადება შეიძლება ჰონდეს,” – ამბობს მიქაძე.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში, წლიურად, სურსათზე ფასები მარტში 33,6%-ით გაიზარდა. 1990 წლის, ანუ FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის შექმნის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელი, მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ის დამატებით, კიდევ 12,6%-ით გაიზარდა.  

მარტში რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსის საშუალო ღირებულება გასულ თვესთან შედარებით  2.6%-ით, წლიურად კი,  23.6%-ით გაიზარდა. ინფორმაციისთვის, FAO-ს ინდექსი გლობალური ფასების რყევებს ყოველთვიურად აკონტროლებს და ყველაზე პოპულარული საკვები პროდუქტების ფასებს ითვლის. 


წყარო:  “აგრო სიახლეები” 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up