საქართველოში რძე ყველაზე დიდი მოცულობით უკრაინიდან შემოდის

საქართველოში რძე ყველაზე დიდი მოცულობით უკრაინიდან შემოდის

access_time2020-02-03 20:15:17

საქართველოში ბოლო წლებში რძის იმპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

 

საქართველოს პირველი არხისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს რძისა (შეუსქელებელი) და ნაღების იმპორტმა 3,877 ათასი ტონა შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 4,337 მილიონი დოლარია;  2018 წელს – 5,278 ათასი ტონა, ღირებულება 5,583 მილიონი დოლარი.  2019 წელს კი, საქართველოში 7,533 ათასი ტონა რძისა და ნაღების იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულება ჯამში 8,322 მილიონი დოლარია.

 

საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოცულობით რძის (შეუსქელებელი) იმპორტი საქართველოში უკრაინიდან ხორციელდება. 2019 წელს ამ ქვეყნიდან 3,604 ათასი ტონა რძე შემოვიდა, საერთო ღირებულებით 3,487 მილიონი დოლარი;  მეორე ადგილზე კი, ამ მხრივ ირანია – 1,225 ათასი ტონა, საერთო ღირებულებით 1,705 მილიონი დოლარი.


 

გარდა ამ ქვეყნებისა, საქართველოში რძისა და ნაღების იმპორტი ხორციელდება თურქეთიდან – 515 ათასი ტონა (2019 წელი), რუსეთიდან – 487 ათასი ტონა, ბელარუსი – 414 ათასი ტონა, იტალია 403 ათასი ტონა და სხვა.

 

 

წყარო:პირველი არხი


თეგები:
რძე



რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up