„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ გაუწევენ “

„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ გაუწევენ “

access_time2020-02-19 10:00:15

„ფინკა ბანკი საქართველო“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ერთიანდებიან, ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ „ფინკა ბანკში“ დაუდასტურეს, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და ორივე საფინანსო ინსტიტუტი დამატებით დეტალებზე საუბარს ერიდება.


საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის შემდეგ პროცესი დასრულდება და გაერთიანების შედეგად ბაზარზე შესაძლოა კიდევ ერთი მსხვილი ბანკი გაჩნდეს.


საბანკო ექსპერტების აზრით, ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანება საბანკო ბაზარზე რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს, რადგან სასესხო პორტფელების საერთო მოცულობით ისინი მხოლოდ მცირე ზომის ბანკებს გაუწევენ კონკურენციას. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში „კრისტალის“ მთლიანი სესხების მოცულობამ 311,267,820 ლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით  „ფინკა ბანკის“ მთლიანი სესხების მოცულობამ 206,353,371 ლარი შეადგინა.


რაც შეეხება მცირე ზომის ბანკებს, მათი სასესხო პორტფელი 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება: „ხალიკ ბანკი საქართველო“ - მთლიანი სესხი 425,998,929 ლარი, „პაშა ბანკი საქართველო“ - მთლიანი სესხი 302,529,868 ლარი, „იშბანკი საქართველოს“ - მთლიანი სესხი 145,382,138 ლარი, „ზირაათ ბანკი საქართველო“ - მთლიანი სესხი 48,849,594 ლარი და „სილქ როუდ ბანკი“ - მთლიანი სესხი 14,887,295 ლარი.


„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ თუ ახალი ფინანსური ორგანიზაცია აპირებს რომ ბანკი გახდეს, განსაკუთრებულად დიდი პორტფელი ვერ ექნება, რადგან წამყვანი ბანკები საქართველოში რამდენიმეა, რომლებიც მნიშვნელოვნად დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად.



„გარიგებასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია, „კრისტალი“ არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, შესაბამისად „ფინკას“ შეძენით ის ავტომატურად ბანკი ვერ გახდება, ამას ცალკე ლიცენზია, შესაბამისი კაპიტალი და ბევრი სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილება სჭირდება. შესაძლოა ის აპირებს „ფინკასგან“ პორტფელები შეიძინოს და კიდევ უფრო გაძლიერდეს როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. თუ მისო-დ დარჩა, მისი გამსხვილება ამ ბაზარზე კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს და ეს ცალსახად უკეთესი იქნება როგორც მომხმარებლისთვის ასევე ბიზნესისთვის. თუ ის აპირებს რომ ბანკი გახდეს, კონკურენციას ალბათ ვერ გაუწევენ იმიტომ, რომ განსაკუთრებულად დიდი პორტფელი ვერ ექნება, რადგან წამყვანი ბანკები საქართველოში რამდენიმეა, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად. საბოლოო ჯამში, მცირე ბანკების თუ მიკროსაფინანსოების გამსხვილება ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას, თუმცა, მნიშვნელოვნად ალბათ ვერა რადგან ქართული საბანკო ბაზარი ძალიან კონცენტრირებულია ორი დიდი ბანკის და ლიბერთი ბანკის მიერ. მცირე ფინანსური ორგანიზაციების გამსხვილების პროცესი ვფიქრობ კვლავ გაგრძელდება, რადგან როგორც პრაქტიკამ აჩვენა საქართველოში მცირე ბანკები არ გამოირჩევიან დიდი მომგებიანობით,  უფრო მეტად წარმატებულია მსხვილი ბიზნესი და ბანკი, მათ შესაძლებლობა აქვთ რომ საკუთარი სერვისი უფრო უკეთ განავითარონ“, - განმარტა გიორგი კეპულაძემ.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბესო შენგელია კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაერთიანებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს, თუმცა, სამომავლოდ ჭარბი დოზით გაერთიანებების გაგრძელება ნაკლებად წარმოუდგენია. მისი თქმით, ტრადიციული მისო-ები რომლებთან გაერთიანებასაც ძირითადად ბანკები ცდილობენ თითქმის აღარ დარჩნენ.


„სამწუხაროდ ბაზარზე ცოტანი არიან ისეთი პროფილური მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა პროფილიც შეიძლება საინტერესო იყოს თუნდაც გაერთიანების ან შესყიდვის კუთხით. ძირითადად, დარჩენილი არიან შერეული პროფილის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ტრადიციული მისო-ები, რომლებიც ისტორიულად აკრედიტებდნენ მცირე ბიზნესს და სოფლის მეურნეობას ფაქტიურად ორნი ვიყავით დარჩენილი, „ლაზიკა კაპიტალი“ და „კრისტალი“, არის კიდევ ორგანიზაცია „ქართველი კრედიტიც“, აქედან „კრისტალი“ შესაძლოა ბანკი გახდეს. ჯერ კიდევ მრავლად არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი ბაზარზე, თუმცა იმის გამო, რომ ტრადიციული მისო-ები თითქმის აღარ დარჩნენ, ჭარბი დოზით გაერთიანებების გაგრძელება ნაკლებად წარმომიდგენია“, - აცხადებს ბესო შენგელია.


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი“ 1995 წელს დაფუძნდა. 1998 წლის აგვისტოდან კი მიკრო დაკრედიტების საპილოტო პროგარამა წამოიწყო. დღეისათვის, ის საქართველოს მასშტაბით 331 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს მართავს, 50 ფილიალით ოპერირებს და  100 000- ზე მეტ კლიენტს ემსახურება.

 

სააქციო საზოგადოება „ფინკა ბანკი საქართველო“ FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში. ფინკამ საქართველოში ოპერირება 1998 წელს დაიწყო და 2013 წლის 6 აგვისტომდე საქმიანობდა, როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტი. 2013 წლის 6 აგვისტოს ინსტიტუტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მიიღო საბანკო საქმიანობის ლიცენზია. ბანკი დღეისათვის 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება ქვეყნის ყველა რეგიონში.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up