„საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ“ ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს დღეებს მთავრობა შეიმუშავებს მოდელს, რომელსაც ბიზნესს შესთავაზებს.
„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპი და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში. იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის თუ დიდი ჰესები. ამის თაობაზე დავავალე ეკონომიკის, ასევე ფინანსთა მინისტრს მინისტრს. უახლოეს დღეებში ჩვენ შევიმუშავებთ მოდელს და მომავალ კვირას მექნება საშუალება შევთავაზოთ ბიზნესს, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას და რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ჰესების მშენებლობა.წლიდან წლამდე გვეზრდება ელექტროენერგიის მოთხოვნა, ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოხმარებას, რაც დიდი რისკის წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. დეტალებზე არ მინდა ახლა ვისაუბრო მაგრამ მომავალ კვირაში გვექნება პრეზენტაცია ამის თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.