საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკა გაიხსნება

საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკა გაიხსნება

access_time2016-08-02 11:38:31

საპარტნირო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრვინციის ქურთუკების ქარხანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოეწერა.

 

 

"ჩვენ ჩინურ მხარესთან ვსაუბრობთ საქართველოში ქურთუკების ფაბრიკაზე. ქურთუკების ქარხანა არის სწორედ ძიანგსიში, რომელიც მარტო ჩინეთის მოსახლეობის 60 % აკმაყოფილებს. სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც ბუნებრივია, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის დიდ საექსპორტო პოტენციალს. საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შეიკეროს ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას მსოფლიოში ცნობილი, მსხვილი ბრენდები უკვეთავენ. ჩინეთში ქურთუკების წარმოების ყველაზე მსხვილი საწარმო, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს საქართველოში ქურთუკების ქარხნის ფილიალის გახსნას და საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს".-განაცხადა დავით საგანელიძემ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან მომავალში საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს.

 


საქართველოში ქურთუკების ქარხნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შეხვედრები ჩინეთში სამუშაო ვიზიტების დროს ძიანგსის პროვინცის მთავრობასთან და ჩინეთის უმსხვილეს ქურთუკების მწარმოებელ კომპანისთან ქონდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში საპარტნირო ფონდის მიერ ორგანიზებულ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარზეც გაფორმდა.

 


ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ექსიმბანკის ძილინის პროვინციის ფილიალის მენეჯმენტთან. საუბარი შეეხო საქართველოში კერამიკული ფილების წარმოების შესაძლებლობას და სხვადასხვა სფეროში ინვესტირების საკითხს. გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

 

 

სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში შანხაისა და ნანჩანგში. ჩინურ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მეომარნდუმი გაფორმდა, მათ შორის ნანჩანგში ძიანგსის პროვინციისა და საქართელოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის შემდეგ ხელი მოვაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს China-Eurasian Economic Cooperation Fund( ჩინეთ-ეურაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი)-თან. ცერემონიალს პირველი ვიცე პემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

 

 



5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up