საქართველოში ქონებას ნებაყოფლობით არავინ აზღვევს

საქართველოში ქონებას ნებაყოფლობით არავინ აზღვევს

access_time2021-09-14 10:00:53

საქართველოში ქონების დამზღვევები ან კორპორაციული კლიენტები არიან, ან ის მოქალაქეები, რომლებსაც იპოთეკური დაკრედიტების ვალდებულებების გამო ბანკები აზღვევენ. საერთო ჯამში, უძრავი ქონება მოსახლეობის მხოლოდ 6.9%–ს აქვს დაზღვეული. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა უთხრა.



მისი თქმით, „ცალკეული შემთხვევების გარდა, საქართველოში ქონებას ნებაყოფლობით არავინ აზღვევს, ამიტომ წარმოდგენაც რთულია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მოქალაქეები, თუკი ქვეყანაში დიდი მიწისძვრა მოხდება, განსაკუთრებით ურბანულ დასახლებაში“.



,,ქონების დაზღვევის მიმართულებით საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. 7%-მდეა დაზღვეული და ისიც კორპორაციული კლიენტების ან ბანკის მომხმარებლების ხარჯზე, ამ ტიპის დაზღვევით საქართველოში ძალიან მცირე ადამიანი სარგებლობს, რეალურად არაფერი არ ხდება. არავინ არ ფიქრობს, დააძალოს და ქონება დააზღვევინოს ვინმეს, აზრი არ აქვს! ცხადია, უნდა იფიქროს მთავრობამ და მოსახლეობამაც, დიდი მიწისძვრა რომ მოხდეს, რას ვაკეთებთ? ანალოგიური საფრთხის წინ აღმოჩნდა თურქეთი რამდენიმე წლის წინ, მიწისძვრის შედეგად დაინგრა ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ 3-4% იყო დაზღვეული, ამის შემდეგ შემოიღეს სავალდებულო დაზღვევა. დაზღვევის შემთხვევაში, დანაკარგი საცხოვრისის დონეზე მაინც დაფინანსდება, რომ ოჯახი ქუჩაში არ დარჩეს. ქონებასთან მიმართებაში, ეს არის მთავარი პრობლემა. დაზღვევა ურბანულ ნაწილში აუცილებელია და ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ“, - ამბობს ხეჩინაშვილი.



მისი შეფასებით, ქონების დაზღვევა მართლა არ არის ფუფუნება, ის ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს როგორც ერთ-ერთი ხარჯი, მოქალაქეებს პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ ქონება აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული და მხოლოდ ასე იქნებიან დაცულნი ზარალისგან.




როგორც წესი, ქონების დაზღვევა განკუთვნილია პირებისთვის, რომელთაც სურთ მათ საკუთრებაში თუ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების - რემონტის, შიდა/გარე მოპირკეთების, კარკასისა და მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა.



ქონების დაზღვევა მოქალაქეებს იცავს იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, როდესაც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ადგილი ზიანდება. ამ შემთხვევაში ნაზღაურდება ხანძრის, წყალგაყვანილობის დაზიანების, სტიქიური უბედურებების, ვანდალიზმისა და სხვა რისკების შედეგად მოყენებული ზარალი.



საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშით, საქართველოში ქონება მოსახლეობის მხოლოდ 6.9%–ს, კერძოდ 187 797 მოქალაქეს აქვს დაზღვეული. სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის ამ სეგმენტში ანაზღაურებულმა ზარალმა 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, 4.7 მილიონი ლარი შეადგინა.



როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ბაზარზე ყველაზე დიდი წილი – 36% „ალდაგს“ უკავია. 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, კომპანიამ ქონების დაზღვევის პორტფელში 26.87 მილიონი ლარი მოიზიდა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up