საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ გაუტოლდება კაცების ეკონომიკურ აქტიურობას, ქვეყნის მშპ 11%-ით გაიზრდება

საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ გაუტოლდება კაცების ეკონომიკურ აქტიურობას, ქვეყნის მშპ 11%-ით გაიზრდება

access_time2019-10-17 20:30:21

საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ გაუტოლდება კაცების ეკონომიკურ აქტიურობას, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 11%-ით. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, ეკონომიკისთვის ძალიან დიდი რესურსი, რომელიც ახლა დაკარგულია და რომელსაც ქართული ეკონომიკა აბსოლუტურად ვერ იყენებს. ამიტომ, ამ მიმართულებით გააქტიურება სჭირდება არა მარტო ქალებს, არამედ ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა ფორუმზე - „როგორ ისწრაფვიან ქალები ინოვაციისა და პროგრესისადმი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, გენდერული თანასწორობის საბჭო სხვადასხვა საკითხებზე მუშაობს, მათ შორის: ძალადობის თემებზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებაზე, თუმცა, წელსაც და მომდევნო წელსაც პრიორიტეტული მიმართულება ქალების ეკონომიკური გაძლიერება იქნება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო.

 

„სრულიად გაცნობიერებულად გადავწყვიტეთ, რომ მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე იმიტომ, რომ ქალს აქვს თუ არა თავისი შემოსავალი, აქვს თუ არა თავისი საარსებო წყარო, თავისი ბიზნესი და სამსახური, ამაზეა საბოლოო ჯამში დამოკიდებული მისი დამოუკიდებლობაც და მისი სიძლიერეც“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისივე თქმით, ქალების ეკონომიკური გაძლიერება უამრავი საკითხისგან და თემისგან შედგება, ამიტომ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, მათ შორის - სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

 

„სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა ეკონომიკურ პროგრამებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, ქალების საჭიროებებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი დაიწყონ ან უკვე დაწყებული აქვთ სამეწარმეო საქმიანობა და სურვილი აქვთ მისი გაფართოების. ნამდვილად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ის პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს ფულით, ყველა ჩვენგანის გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, ბევრად უკეთ იყოს მორგებული იმ საჭიროებებზე, რომლებიც თქვენ გაქვთ ან სხვა ადამიანებს აქვთ და, შესაბამისად, მათი ეფექტურობა იყოს ბევრად უფრო მაღალი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება არის მეტნაკლებად სწრაფი მექანიზმი იმისთვის, რომ ადამიანი დასაქმდეს და შემოსავლის წყარო გაუჩნდეს.

 

მისივე თქმით, პარლამენტმა უკვე მიიღო კანონმდებლობა, რომელიც შეეხება შევიწროების და დისკრიმინაციის თემებს და ასევე, იგეგმება შრომის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რომელიც დასაქმების ადგილას შექმნის მეტნაკლებად თანასწორ გარემოს და თანასწორ პირობებს.

 

„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ე. წ. Pay Gap-ი ანუ ანაზღაურების სხვაობა იმ თანხებს შორის, რომელსაც გამოიმუშავებენ ქალები და კაცები. ამიტომ, ბევრი კომპონენტი ქმნის უთანასწორო გარემოს და ჩვენი ამოცანაა, რომ განსაკუთრებით, სადაც სახელმწიფო დებს რესურს, ის პროგრამები იყოს მაქსიმალურად გამართული, ეფექტური და იძლეოდეს მაქსიმალურად სწრაფ შედეგს“, - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

 

თამარ ჩუგოშვილის თქმით, როგორც სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობასთან, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა შეხვედრები გამართეს რეგიონებში. ასევე, მისი განცხადებით, ორივე საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ მომზადებული დასკვნების განხილვა.

 

„ჩვენი კარი ღიაა და, გთხოვთ, მოგვაწოდოთ საინტერესო იდეები, რა შეიძლება პარლამენტმა დამატებით კიდევ გააკეთოს. ჩვენთვის პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის თამარ ჩუგოშვილმა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.





ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა
access_time2020-02-26 15:30:18
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა.დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა...

HUB Georgia გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“

HUB Georgia  გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“
access_time2020-02-26 14:30:44
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, რომ „დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“. გიორგი გახარიას HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე  „კომერსანტთან“ პასუხობს. „პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის...

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება
access_time2020-02-26 13:30:55
2019 წლის ბოლოს „Marriott International“–სა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რომლის თანახმადაც,2022 წელს ქალაქ ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება. პროექტის ინვესტორი კომპანია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ა, ხოლო სასტუმროს დეველოპმენტს ჯგუფის შვილობილი კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up