საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს

საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს

access_time2020-12-09 21:00:00

საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს ათასობით საქართველოს მოქალაქეს სამუშაო ადგილების მოძიებაში, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.




ოთხშაბათი, 2020 წლის 9 დეკემბერი, თბილისი: ახალი საგრანტო პროექტები, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის განათლება დასაქმებისთვის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა პროფესიული განათლების კვირეულის ეგიდით. გრანტები გაიცა კერძო და საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად.




ცხრა პროექტი, რომელზეც ევროკავშირმა ჯამში 7 მილიონი ევრო (დაახლ. 27 მილიონი ლარი) გამოყო, მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანთა მიერ პროფესიული განათლებისა და მეწარმეობაში ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები შეესატყვისებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნას და უწყვეტი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის. „განათლება დასაქმებისთვის პროგრამის ძირითადი მიზნებია:



უნარების შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს შერჩეულ რეგიონებში;



უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი უნარ-ჩვევების მისაღებად, შერჩეულ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის;




სამეწარმეო სწავლებისა და სამეწარმეო ტრენინგის ხელმისაწვდომობა შერჩეულ რეგიონებში.



მოხარული ვართ, რომ ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის ხუთწლიანი პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოში ახალ საგრანტო პროექტებს ვიწყებთ. COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, გააუმჯობესოს მისი მოქალაქეების პროფესიული უნარები, გააძლიეროს სამეწარმეო კომპეტენციები და განახორციელოს შრომისა და დასაქმების სტრატეგიების ამჟამინდელ საჭიროებებთან ადაპტირება. გვჯერა, რომ ამ ახალი პროექტებით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შევძლებთ ქალების, კაცების, ახალგაზრდების და მოწყვლადი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესებას, განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ.




„ასეთ რთულ დროს, როდესაც კორონა ვირუსი ცდის საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის შესაძლებლობებს და ჩვენ ვცდილობთ, პროფესიული განათლების მართვისა და პრაქტიკების ინოვაციური მიდგომების დანერგვას, უდიდეს მხარდაჭერას გვიცხადებს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, ევროკავშირი. ევროპა წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში მაგალითებისა და საუკეთესო პრაქტიკის ინსპირაციის წყაროს და ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა შეუფასებელია, მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სისტემის მოდერნიზებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ.




პროფესიული განათლების კვირეული, ოთხ-დღიანი ონლაინ კონფერენციის ფორმატში, ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროკავშირის Skills4Jobs ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს განიხილოს პროფესიული განათლებაში ახალი გამოწევები და გადაჭრის გზები COVID-19-ის ფონზე. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში და ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.




„უნარები დასაქმებისთვის პროგრამის მე-2 ფაზა დაიწყო 2018 წელს. პროგრამის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით. მისი მთლიანი ბიუჯეტი 48,85 მლნ ევროს (დაახლ. 190 მლნ ლარი) შეადგენს და ითვალისწინებს:



30 მლნ ევროს საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარებისათვის სექტორული რეფორმის გასახორციელებლად;



ორი ინსტიტუციური დაძმობილების (Twinning) პროექტს, რომლებიც გულისხმობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საჯარო უწყებების მიერ საქართველოში რეფორმების დანერგვაში დახმარებას;



7 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო სქემის კომპონენტს;



ასევე ტექნიკური დახმარების პროექტს შესაბამისი სამინისტროების მხარდასაჭერად. ეს კომპონენტი ეხმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, და სხვა სააგენტოებს სექტორული პოლიტიკის განახლებასა და რეფორმირებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up