საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტი აცრილი 70-74 ასაკობრივ ჯგუფშია

საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტი აცრილი 70-74 ასაკობრივ ჯგუფშია

access_time2022-01-12 14:00:45

ომიკრონის შტამს საქართველო მოუმზადებელი ხვდება. 12 იანვრის მონაცემებით 2 დოზით 1,179 მლნ ადამიანია აცრილი, სრული მოსახლეობის 31.9%, ბუსტერ დოზით კი მხოლოდ 86 ათასი (9 იანვრის მდგომარეობით) - მოსახლეობის 3.2%. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით აცრილთა ნახევარზე მეტი 18-49 წლის ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა პროცენტული მაჩვენებლით 70-74 წლის ასაკობრივი ჯგუფი ლიდერობს, ამ ჯგუფში 52%-ზე მეტია აცრილი.



NCDC-ს მხოლოდ აბსოლუტური მონაცემები აქვს გამოქვეყნებული. საქსტატის ცნობით კი 16-17 წლის ასაკი მოზარდების რაოდენობა 81 ათასია, 18-49 წლის ასაკობრივი კატეგორია კი 1.550 მლნ ადამიანს აერთიანებს და მათი შედარება არარელევანტური ხდება. თუ თითოეული ჯგუფის წევრთა მთლიან რაოდენობას გავითვალისწინებთ, ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70-74 წლის პირებში ფიქსირდება, 9 იანვრის მდგომარეობით ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი 151 678 ადამიანიდან 2 დოზით 79 157-ა აცრილი, ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 52.19%-ს აღწევს. 65-69 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 50.8%-ს შეადგენს, 60-64 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი 46.3%-ს.



რაც შეეხება სხვა ასაკობრივ კატეგორიას 12-15 წლის ბავშვებში ვაქცინაციის ტემპი ყველაზე დაბალია და 1.24%-ს შეადგენს, 16-17 წლის მოზარდებში - 12.9%-ს. ორივე შემთხვევაში აცრაზე მშობლის ან მეურვის თანხმობა სავალდებულოა.



18-49 ასაკობრივ ჯგუფში 38.6%-ა აცრილი, 50-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 39.7%, 55-59 წლის ჯგუფში - 38.9% და 75 წელს გადაცილებულ პირებს შორის - 35.2%.



60 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის ვაქცინაციის შედარებით მაღალი მაჩვენებელი 200 ლარიანი წამახალისებელი აქციით აიხსნება. 9 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანი პირველ აცრაზე სახელმწიფოსგან 200 ლარს ღებულობდა. პროგრამით 92 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამა 1 თვით 2022 წლის იანვრის ბოლომდე გახანგრძლივდა, ასაკობრივმა ზარმა კი 50 წლამდე დაიწია.







განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია კოვიდვაქცინა ბავშვებში 5 წლის ასაკიდან კეთდება. ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი 3 წლის ასაკიდან. 5-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ვაქცინის მიღებაზე მოლაპარაკება „ფაიზერთან“ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მართალია კოვიდი ბავშვებს, როგორც წესი, მოხუცებთან შედარებით ბევრად მარტივად გადააქვთ, მაგრამ არა ყველას. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსმა 8 ბავშვი იმსხვერპლა  რვავე აუცრელი იყო.



ვაქცინაციის საერთო მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი მაჩვენებლით გამოირჩევა. მსოფლიოში მინიმუმ 1 დოზით უკვე 59%-ა აცრილი, ორივე დოზით კი 50%. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად პორტუგალიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ორჯერადად აცრილ პირთა რაოდენობა 90%-ს აჭარბებს. საამიროებში ბოლო 1 თვეში 11 დეკემბრიდან 11 იანვრამდე კოვიდით 26 ადამიანი გარდაიცვალა, საქართველოში იმავე პერიოდში - 1569, ანუ 5935%-ით მეტი.



გასული წლის 15 მარტს, როდესაც საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო, მსოფლიო მასშტაბით 93 მლნ ადამიანი უკვე ორჯერადად იყო აცრილი. საწყის ეტაპზე ვაქცინა მხოლოდ 75 წელს გადაცილებულ ადამიანებსა და მედპერსონალზე იყო გათვლილი. ასაკობრივმა ზღვარმა ჯერ 65 წლამდე, ხოლო შემდეგ 55 წლამდე დაიწია, მაისში სინოფარმის შემოსვლასთან ერთად კი 18 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა.



ადამიანთა ნაწილს ისე უნდოდა ვაქცინა, რომ თბილისიდან 200-250 კმ-ით მოშორებულ რეგიონში ჩაეწერა. მეორე უფრო დიდი ტალღა ფაიზერის შემოსვლის შემდეგ ივლისში აგორდა და დღიურად აცრილთა რაოდენობამ რამდენჯერმე 20-25 ათასს გადააჭარბა, თუმცა შემდეგ ტემპი ძალიან სწრაფად დავარდა და 3000-ს ჩამოსცდა. მცირე სტიმული ნოემბრიდან ჯერ 200 ლარიანმა წამახალისებელმა პროგრამამ, დეკემბრიდან კი მწვანე პასპორტების ამოქმედებამ გააჩინა.



მწვანე პასპორტი საკმარისად მწვანე არ აღმოჩნდა. სავალდებულო პირბადისგან განსხვავებით, ის არც სავაჭრო ცენტრებზე გავრცელებულა და არც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. რეგიონებში სუსტია კონტროლი რესტორნებზეც, გარდა ამისა საქართველო უნიკალური ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც კოვიდგადატანილს უვადო მწვანე სტატუსი მიენიჭა, მაშინ როცა დანარჩენ მსოფლიოში სტატუსის ვადა მხოლოდ 6 თვეს გრძელდება.



ალბათ ცალკე უნდა გამოიყოს ის ფაქტიც, რომ მწვანე პასპორტების შესახებ მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გაცხადდა, ხელისუფლებამ სიკვდილიანობის შემცირებას ანტივაქსერთა ხმები ამჯობინა. მწვანე პასპორტის ამოქმედებამდეც „აიცერი“-ს კამპანია „დარჩი სახლში“-სთან შედარებით უღიმღამოდ მიმდინარეობდა, მაშინ როცა აცრა სახლში დარჩენისგან განსხვავებით ეკონომიკას არ ანადგურებდა.



კოვიდს ნოემბერში 2009 ადამიანი ემსხვერპლა, დეკემბერში 1746, იანვრის პირველ 12 დღეში 511. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, 1 მლნ-დან 3598 გარდაცვლილით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზე იმყოფება.



მართალია ახალი შტამი „ომიკრონი“ ნაკლები ლეტალობით ხასიათდება, მაგრამ ბევრად სწრაფად ვრცელდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, თებერვალში დღიური შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა 60 000-ს გადააჭარბოს.



გასული წლის 1-11 იანვარს მსოფლიოში ინფიცირების 7.544 მლნ შემთხვევა გამოვლინდა და 133 ათასი გარდაიცვალა, წელს იმავე პერიოდში 25.112 მლნ ადამიანი ინფიცირდა და 25 ათასი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მკვეთრ კლებას 2 მიზეზი აქვს: ვაქცინა და ახალი შტამი, რომელიც ყველა სხვა წინაზე უფრო სუსტია, თუმცა ჯერჯერობით სეზონურ გრიპთან შედარებით მაინც უფრო მომაკვდინებლად რჩება.



გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up