საქართველოში პოლიეთილენის პარკები აიკრძალება - გააძვირებს თუ არა ქაღალდის პაკეტები პროდუქციას?

საქართველოში პოლიეთილენის პარკები აიკრძალება - გააძვირებს თუ არა ქაღალდის პაკეტები პროდუქციას?

access_time2017-02-28 09:30:10

საქართველოში უახლოეს მომავალში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალება. შესაბამის რეგულაციაზე გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე თვეებია მუშაობს. როგორ აფასებენ პლასტმასის და შესაფუთი მასალის ადგილობრივი მწარმოებლები საქართველოში რეგულაციის შესაძლო ამოქმედებას და რას გამოიწვევს ის, ამის გარკვევა „კომერსანტმა" კერძო სექტორთან სცადა.


პლასტმასის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „თეგეს" აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ხაჩიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი კომპანია მხოლოდ რძის და არაჟნის ჭიქებს აწარმოებს, ასეთი რეგულაციის შემოღება თითქმის ყველას, მომხმარებელსაც და ბიზნესსაც ერთნაირად დააზარალებს.


ხაჩიძის განმარტებით, ქაღალდის პაკეტები კი გაჩნდა ბაზარზე, თუმცა, აქ განსხავევება ისააა, რომ მწარმოებელს ის ბევრად ძვირი უჯდება, ვიდრე პოლიეთილენის პარკი. მისი თქმით, ამ რეგულაციის შემდეგ პირველ რიგში მომხმარებელს გაუძვირდება პროდუქცია, ასევე დაზარალდებიან ის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ პოლიეთილენის პარკს ან მის იმპორტს ახორციელებენ.


მისი განმარტებით, პოლიეთილენის პარკების მინით ან ქაღალდით ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან ის საბოლოო პროდუქტს საკმაოდ გააძვირებს, გარდა ამისა, საქართველოში არც ქაღალდის წარმოებაა და არც მინის. „ნახევარლიტრიანი მინის ტარა 50 თეთრი ღირს, პლასტმასის კი - 10 თეთრი. ქართული მინის წარმოება კი არასაკმარისი და ძვირია. ყველა ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულ მინაზე იყენებს"-აცხადებს ხაჩიძე.


გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთირებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი „კომერსანტთან" საუბარისას განმარტავს, რომ საკმაოდ რთულია ამა თუ იმ პროდუქტის ბაზარზე ერთბაშად აკრძალვა, ამიტომ მთავრობა ყველა მხარის ინტერესებს ითვალისწინებს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების წარმოება/იმპორტი სრულად აიკრძალოს. აღნიშნული კანონის ან მთავრობის შესაბამისი დადგენილების ფორმით დარეგულირდება.



ჩანქსელიანი აცხადებს, რომ უკვე მომზადებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება 15 მიკრონამდე სისქის პოლიეთილენის პარკები. „ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად, 15 მიკრონზე ქვევით ძალზე მსუბუქ ფრაქციად ითვლება. საუბარია, ბაზრიდან ასეთი ფრაქციის ამოღებაზე. საუბარია იმპორტის და წარმოების აკრძალვაზე. ჩვენ შეხვედრა გვქონდა პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან და იმ სავაჭრო ორგანიზაციებთან, რომლებიც ამას მოიხმარენ. მათ შორისაა, "კარფური", "გუდვილი", "სმარტი", "ნოკორა სუპერმარკეტი" და ასე შემდეგ"-აცხადებს ჩანქსელიანი.


მისი თქმით, განიხილება პოლიეთილენის პარკების სრულად აკრძალვა ან მასზე ფასის დაწესება. „ძალიან ბევრ კომპანიაში თუ მარკეტში ის უფასოდ რიგდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში „გუდვილმა" პარკები ფასიანი გახადა  და მოხმარებმაც იკლო"-აცხადებს ჩანქსელიანი.


მისი თქმით, სამინისტრო ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას. მათ შორის, საფრანგეთის, დანიის, ბულგარეთის. ყველგან მაღალი ეფექტი ფისკალური ჩარევებით, ფასის დაწესებით, გარკვეული გადასახადების დაწესებითაა მიღებული. ჩვენც ვფიქრობთ,რომ პირველ ეტაპზე ამაზე რეგულაცია განხორციელდეს"-აცხადებს ჩანქსელიანი.


ქაღალდისა და არამოქსოვილი მასალისგან შესაფუთი და ერთჯერადი მოხმარების პროდუქცის მწარმოებელი კომპანია „გრინპაკის" დამფუძნებელი პაატა აბრამია გასული წლის ბოლოს „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ საქართველოში პოლიეთილეინის მოხმარების კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია. შედეგად,ბიზნესმენი აუცილებლად თვლიდა, რომ ქვეყანამ პოლიეთილენის პარკები (5 გრამამდე) აკრძალოს.



აბრამიას თქმით, ისეთ პირობებში, როდესაც ქუჩაში განსაკუთრებით კი ქარის დროს პატარა პარკები ჰაერში დაფრინავს, რა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი. გარდა ამისა, პოლიეთილენის პარკი წლების განმავლობაში არ იხრწნება. ასეთ პარკებში საკვების ჩადება კატეგორიულად არ შეიძლება.



„5 გრამამდე პოლიეთილენის პარკი გამოყოფს ისეთ ქიმიურ ნივთირებებს, რომელიც რეაქციაში შედის საკვებთან და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ის ძალიან ბევრ ბაქტერიას შეიცავს. "-აცხადებდა აბრამია.



ბიზნესმენის თქმით, კარგია ის, რომ საქართველოს მთავრობამ ამაზე მუშაობა დაიწყო. რაც შეეხება იმას, რომ დაზარალდება თუ არა ამით კერძო სექტორი, აბრამია ამბობდა, რომ დღეს ამ სფეროში პროდუქციის ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია, რაც სწორი არ არის. მისი განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ ამდენი საშუალება შექმნა, აამოქმედა იაფი სესხები, ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს.



რაც შეეხება იმას, შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის მინა, „ქართული მინის კომპანიის" წარმომადგენელი „კომერსანტთან" განმარტავდა, რომ კომპანია წლებია ამ ბიზნესს ემსახურება და ის რამდენიმე ხნის წინ გახდა მსოფლიოში მეხუთე მწარმოებლის „შიშეჯამის" შვილობილი კომპანია. შესაბამისად, მას აქვს ძალიან დიდი რესურსი და პოტენციალი განავითაროს წარმოება და დააკმაყოფილოს ის მოთხოვნა, რაც ექნება.



„ქართული მინის კომპანიაში" აცხადებდნენ, რომ დღეს ქართული მინა მსოფლიო ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიები ამჯობინებენ სხვა ტიპის მასალის გამოყენებას, „ქართული მინის კომპანია" მზად არის შესთავაზოს ისეთი პირობები და ისეთი დამოკიდებულება, რომ კიდევ უფრო სტიმული ჰქონდეთ, თავიანთი პროდუქცია მინის ჭურჭელში ჩამოასხან.



„პლასტმასის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება დღითიდღე იცვლება. შესაბამისად, კომპანიებს ფინანსური პრობლემები მხოლოდ იმის გამო კი არ შეექმნებათ,რომ უფრო ძვირიან შეფუთვაში მოუწევთ საკუთარი პროდუქციის შეფუთვა, არამედ იმიტომ, რომ შემცირდება მოთხოვნა პლასტმასზე. გარდა ამისა, ევროპული რეგულაციის მიხედვით, ევროპის მოწინავე ქვეყნები საერთოდ კრძალავენ პლასტმასის გამოყენებას. ასე რომ, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა,რომ გაძვირება გამოიწვევს კომპანიების დახურვას ჩვენი აზრით გამართლებული არ არის", -აცხადებდნენ „ქართული მინის კომპანიაში".

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up