„როგორც ეკონომიკის მინისტრს არ შემიძლია სიხარულით არ ავღნიშნო, რომ ქუჩაში უკვე გამოჩდნენ პირველი უცხოელი ტურისტები“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული მგზავრების ¾ ტურისტები არიან, რადგან საქართველო მიმზიდველობასთან ერთად უსაფრთხოებითაც გამოირჩევა.
თურნავას განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით აგვისტოსა დ ა სექტემბრის თვეში ტურისტების რაოდენობის გაზრდას ელოდებიან.
„ჩვენ აგვისტოს თვეში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს „ლუფთჰანზამ“ მიუნჰენის რეისები, „ეარ ფრანსის“ პირველი რეისი 8 აგვისტოს გამოფრინდება შარლ დეგოლის აეროპორტიდან და 9 აგვისტოს ჩამოვა, დღეს ასევე გამოფრინდება „ეარ ბალტიკის“ პირველი რეისი, რიგა-თბილისი-რიგა.
გარდა ამისა აირზენა ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, დაგეგმილია 16-მდე კომერციული ჩარტერული რეისი, სულ ახლახანს პარიზის რეისი ჩამოფრინდა, გარდა ამისა ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა კომპანიასთან მოლაპარაკებას არამარტო აგვისტოზე არამედ სექტემბრის თვეზე და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით“, - აღნიშნა თურნავამ.