საქართველოში პირველი მიკრობანკი სავარაუდოდ 2022 წლიდან გაჩნდება

საქართველოში პირველი მიკრობანკი სავარაუდოდ 2022 წლიდან გაჩნდება

access_time2021-09-26 19:00:27

საქართველოს საფინანსო ბაზარზე პირველი მიკრობანკი სავარაუდოდ 2022 წლიდან გაჩნდება. შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა უკვე დაასრულა და ის პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ-ით განისაზღვრა, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. ამავე პირობების თანახმად, 100 ათასიდან 1 მლნ-მდე იზრდება სესხის გაცემის ლიმიტი, რაც მათ ერთი მხრივ უცხოურ ვალუტაში, მეორე მხრივ კი მიკროსთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს.

„ვინაიდან 100 ათასი ლარი იყო ზედა ზღვარი მიკროსაფინანსოებისათვის, და მეორე მხრივ კანონი ითხოვდა რომ 200 ათას ლარამდე დაკრედიტება მხოლოდ ლარში უნდა ყოფილიყო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იძულებულები იყვნენ, მხოლოდ ლარში განეხორციელებინათ დაკრედიტება. ეს კანონი უკვე საშუალებას იძლევა როგორც ლარში, ისე უხოურ ვალუტაში დაკრედიტების, რაც ძალიან სერიოზული ნაბიჯია თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მსხვილი მისო-ების ერთ ნაწილს დაფინასება უცოხურ ვალუტაში აქვთ და ეს განსხვავება რომ დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში იყო, ხოლო აქტივების 99% ლარში, ქმნიდა სავალუტო რისკებს, რაც პრობლემა იყო ჩვენთვის. ვფიქრობ კანონი იძლევა ამ პრობლემის მოგვარების შესასძლებლობას,“ - აცხადებს "ემ ბი სის" გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ მიკრობანკის ლიცენზიისათვის განაცხადის გაკეთებას აპირებს.

სექტორის ჩართულობით მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ, რაც მეწარმეების გადინების რაოდენობას შეამცირებს.

ამ დროისთვის მიკრობანკის ლიცენზიის აღების სურვილი მოქმედი 39 მიკროსაფინასოდან 3-ს აქვს, რომელთა შორის "ემ ბი სისთან" ერთად, "კრისტალი" და "ლაზიკაა".

აღსანიშნავია, რომ საკანონდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუამავალი რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში დღეისთვის სულ 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათი მთლიანი აქტივები 1.5 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი კი 1.25 მილიარდი ლარია.


წყარო: BM.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up