საქართველოში მარილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო წლის ბოლოს გაიხსნება

საქართველოში მარილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო წლის ბოლოს გაიხსნება

access_time2019-08-29 14:30:19

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ პროექტ „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, რუსთავში მარილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. შპს „გლობალ ენტერპრაიზს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ რუსთავში, რუსთავი - გარდაბნის გზატკეცილის და მარის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 512 კვ.მ. უძრავი ქონება საინვესტიციო პირობებით გადასცა.


როგორც კომერსანტთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელი ლევან გულორდავა აცხადებს, საწარმო ამჟამად მოწყობის ეტაპზეა და ოქტომბერში წარმოების დაწყებისთვის ყველაფერი მზად იქნება. კომპანია მარილის გადასამუშავებელ დანადგარებს შვეიცარიიდან ელოდება.


„ამ მიწაზე უკვე არსებობდა შენობა, რომელიც გარკვეულ რემონტს საჭიროებდა და რომლის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. ჩვენი დანადგარები, რაც შევიძინეთ დღეში 200 ტონა მარილის გადამუშავების საშუალებას მოგვცემს. პაკისტანიდან ჩამოდის მარილის ლოდები და ჩვენ მათ დავაფასოებთ იოდიზირებას ჩავუტარებთ და გავამზადებთ როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ. ეს იქნება ჰიმალაის მარილის 4 სახეობა -  ჰიმალაის ვარდისფერი, ჰიმალაის თეთრი, ჰიმალაის შავი, ჰიმალაის წითელი.  პროდუქცია დაფასოვდება ბრენდირებულ ბოთლებში, რომლის დიზაინიც და შეფუთვაც  შერჩეულია, ხოლო ლოგოები მზადების პროცესშია.  ჰიმალაის მარილს აქვს უნიკალური სასარგებლო თვისება, ვისაც ჩიყვის დაავადება და ალერგია აწუხებს. ამბობენ, რომ მარილი საწამლავია, მაგრამ ამ მარილის შემცველობა ორგანიზმისთვის არის საკმაოდ კარგი და არ ავნებს ორგანიზმს.“ - აღნიშნა კომპანია „გლობალ ენტერპრაიზის“ დამფუძნებელმა ლევან გულორდავამ.  


საწარმო წელიწადში 2 500 ტონა მარილს აწარმოებს, რომელიც მიზნად ისახავს იმპორტირებული მარილის ჩანაცვლებას.



პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზე განხორციელდება. საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის ინვესტორი 500 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.


„ჩამოვიყვანეთ ექსპერტი იტალიიდან, რადგან „აისოს“ სერთიფიკატის ასაღებად გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება გვჭირდება. კონსულტაციები გავიარეთ და გვირჩია რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა საწარმოში, ამის გამო ცოტა შევყოვნდით, რადგან ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია.


საექსპორტოდ აუცილებლად გავიტანთ იაპონიაში, კანადაში, ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში.


2020 წლის ბოლომდე გვაქვს დრო საწარმოს გახსნის, როგორც კი სრულად გავმართავთ აღჭურვილობას, სავარაუდოდ წლის ბოლოს დავიწყებთ წარმოებას.“ - ამბობს ლევან გულორდავა


კომპანია გლობალ ენტერპრაიზი ახალი კომპანიაა, რომელიც ამ საწარმოს ასაშენებლად გაიხსნა. 

 


მარიამ მორგოშია





მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up