საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება

access_time2021-05-22 10:40:21

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.


„აგრარული სფეროს პოპულარობის ზრდასთან ერთად, აქტუალური ხდება აგრარული განათლება. სწორედ ამ დარგით დაინტერესებული პირების მოტივირებისა და ცოდნის შეფასების მიზნით, სამინისტროს პატრონაჟით, პირველი აგროოლიმპიადა ჩატარდება. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ინიციატივა მომავალში პოპულარულ ღონისძიებად იქცევა და ყოველწლიურად გაიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ აგროოლიმპიადა იქნება საუკეთესო პლატფორმა სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული და დარგით დაინტერესებული ადამიანებისთვის ცოდნის წარმოჩენისთვის. ოლიმპიადის ტესტები შემუშავებულია დარგის ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ. შესაბამისად, ოლიმპიადა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აგრარული განათლების და, ზოგადად, აგრარული სფეროს პოპულარიზაციაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს:

• სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში;


• აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები;


• ფერმერები, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად, აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება;


• 14-დან 18 წლამდე ასაკის, როგორც სპეციალიზებული კოლეჯის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.



„გვინდა საშუალება მივცეთ აგრარული დარგებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, გამოავლინოს საკუთარი ცოდნა, გააცნოს საკუთარი თავი დამსაქმებლებს, აღმოაჩინოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.
ოლიმპიადა ჩატარდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება მსურველთა რეგისტრაცია; მეორე ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება (დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით) მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში; მესამე ეტაპზე, ტესტირების საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.


დარგების მიხედვით, გამოვლინდება სამი (I ადგილი, II ადგილი, III ადგილი) გამარჯვებული მონაწილე თითოეული კატეგორიიდან - ფერმერი; სტუდენტი და სპეციალისტი, მოსწავლე. ოლიმპიადაში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრიზები.


„ეროვნული აგრარული ოლიმპიადა წარმოადგენს სიახლეს ქართულ რეალობაში, ის უნიკალურია ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც. ჩვენი მოლოდინია, რომ ოლიმპიადა ხელს შეუწყობს სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს აგრარული სფეროთი და ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში“, - განაცხადა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა.
საქართველოს ეროვნული აგრარული ოლიმპიადა წელს პირველად ტარდება. გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი კი, საწყის ეტაპზე, ადგილობრივ აგრარულ სექტორში მისი დამკვიდრება, ხოლო შემდგომ, რეგიონულ დონეზე მისი გავრცელებაა.

ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ მიერ.

ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“. პროექტის პარტნიორები არიან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, პროექტი GRETA| მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი (EIEC).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up