საქართველოში პირველი drive-in კინოთეატრი 9 ივლისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია Cavea Cinemas Facebook-ის გვერდზე ვრცელდება. საუბარია, ლისის ტბასთან, ახალ იპოდრომზე დაგეგმილ ჩვენებაზე.
„1-ელ ჩვენებაზე მოქალაქეებს, უტა ბერიას "უარყოფითი რიცხვების" პრემიერის ნახვა და ერეკლე დეისაძის ბენდის ლაივის მოსმენა შეეძლებათ“-ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, პირველ ლოკაციად ლისი შეირჩა, თუმცა „კავეას“ კინოთეატრების ქსელის მოწყობა დედაენის ბაღშიც იგეგმება. კინოთეატრი, მაყურებელს პარკინგზე საკუთარი ავტომობილიდან ფილმის ნახვის საშუალებას მისცემს.