საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

access_time2019-09-15 17:00:43


კომპანია K•Call- ქოლ ცენტრის მომსახურებას დისტანციურად ახორციელებს 24 საათიან რეჟიმში და მათი საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კომპანიებისთვის ხარჯების შემცირებასა და რესურსების სწორად გადანაწილებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან. 



K•Call -ი წარმოადგენს მარკეტინგული კომპანია  Sales Partner Group-ის  შვილობილ კომპანიას. Sales Partner Group-ი უკვე მეოთხე წელია ოპერირებს ქართულ და ევროპულ ბაზრებზე და სთავაზობს ბიზნესს სრულ მომსახურებას მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით. Sales Partner Group-ი ახლო მომავალში გეგმავს ისეთი ახალი სერვისების გააქტიურებას, როგორიცაა ვიდეო ფროდაქშენი და ივენთ მენეჯმენტის მიმართულებები.


 

„კომერსანტი“  კომპანიის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს სერგო ავსაჯანიშვილს ესაუბრა, რომელმაც ინტრვიუში დეტალურად ისაუბრა კომპანიის გეგმებსა და საქმიანობაზე.


 

რა სახის მომსახურებას სთავაზობს K•Call- კომპანიებს?


 

ნებისმიერი ბიზნესისთვის აუცილებელია, ჰქონდეთ მუდმივი კავშირი მომხმარებელთან და იყვნენ მათი აზრებისა და საჭიროებების გამზიარებლები.

 

K•Call- მომხმარებელთან ურთიერთობას წარმართავს 24 საათიან რეჟიმში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით, როგორებიცაა: სატელეფონო ზარები, შეტყობინებები და სოციალური მედია. თანამედროვე ტექნიკური მხარდაჭერის შედეგად კი კომპანია იღებს მომსახურების მაღალ ხარისხს, მომხმარებლის კმაყოფილებასა და ლოიალურობას. ჩვენი კომპანია ჩვენივე ოფისიდან მართავს კომპანიებისთვის ისეთ პროცესებს, როგორებიცაა:

 

  • შემომავალი და გამავალი ზარების დამუშავება
  • ზარების ჩაწერა
  • ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი
  • მომხმარებელთა სატელეფონო კვლევები
  • გაყიდვების პროცესის სრული მართვა და ადმინისტრირება
  • სხვა საკომუნიკაციო არხებში შემოსული შეტყობინებების და კომენტარების მართვა: Facebook, Instagram, Online Chat, E-mail და ა.შ
  • CRM – შემომავალი ზარების კატეგორიზაცია, ანალიზი და სტატისტიკის წარმოება
  • მომხმარებელთა ბაზის შექმნა
  • რემარკეტინგი

 

ხოლო მომხმარებელთან ურთიერთობას წარმართავს პროფესიონალი გუნდი, ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფითადა ტექნიკური მხარდაჭერით. სწრაფი რეაგირებით და მომსახურების მაღალი ხარისხით კი კომპანიის კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებლების რიცხვი იზრდება, რაც დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე და საბოლოოდ გაყიდვებზე.


 


რატომ გადაწყდა ახალი ფილიალის გახსნა რუსთავში?


 

რუსთავი რამოდენიმე მიზეზის გამო შეირჩა, პირველი მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობაა. რუსთავი ქალაქია, სადაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს, ჩვენ ვხედავთ ამ პოტენციალს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი გუნდი  მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება, ასევე გვახარებს, ის ფაქტი, რომ რუსთაველებისთვის დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნება. ტერიტორიულადაც რუსთავი თბილისთან ახლოსაა და საწყის ეტაპზე მანძილის სიმცირე დადებითად აისახება პროცესების გამართვაზე. თავად ქალაქიც საკმაოდ დიდი ტემპით იზრდება და აღმოსავლეთ რეგიონში სერიოზულ ადგილს იკავებს. უნდა აღინიშნოს მისი სიახლოვე აზერბაიჯანთან რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი მიმართულებაა რის განვითარებასაც მომავალში ვგეგმავთ. ასევე ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება, ადგილობრივი კომპანიების ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესება იყო.


 

რატომ გახდა ახალი ფილიალის გახსნა საჭირო? იყო თუ არა ამის მიზეზი დიდი მოთხოვნა თქვენს მომსახურებაზე?


 

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კომპანია K•Call–ი მისი დაარსების დღიდან დიდი ინტერესით სარგებლობს ბიზნეს სექტორში. ბოლო წლის განმავლობაში ძალიან დიდი ზრდა გვქონდა, სწორედ ზრდის ამ ტემპმა და ჩვენმა შორს მიმავალმა გეგმებმა გადაგვაწყვეტინა ახალი ფილიალის გახსნა. კიდევ დავამატებდი იმას, რომ კომპანია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება და რეგიონებით გაჩერებას არ ვაპირებთ, ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში, საქართველოს საზღვრებს გავცდეთ, რადგან მოთხოვნა ჩვენს სერვისზე ძალიან დიდია და უკვე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპისა და აზიის კომპანიებთან.


 

დასაქმდებიან თუ არა რუსთავის მაცხოვრებლები ახალ ფილიალში? გაივლიან თუ არა ახალი ფილიალის თანამშრომლები გადამზადებას?


 

რუსთავის ფილიალი ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ჩვენთან ყველა თანამშრომელი გადის გადამზადების სრულყოფილ პროცესს, უტარდებათ რამდენიმე კვირიანი ტრენინგები, რადგან ჩვენთვის ხარისხი და გამართული სერვისი უმთავრესია. რა თქმა უნდა, რუსთავშიც უკლებლივ ყველა თანამშრომელს მივცემთ საჭირო ცოდნას, რომ გახდნენ ამ საქმის პროფესიონალები და გავუზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ ამ სფეროში დააგროვა.  



როდის ამოქმედდება K•Call-ის ახალი ფილიალი?


 

კონკრეტული თარიღის დასახელება მიჭირს, მაგრამ პროცესები ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. უკვე მოვიძიეთ ლოკაცია, ასევე უკვე მიმდინარეობს რუსთავის ფილიალის გუნდის მომზადების პროცესი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არ ველოდით ასეთ დაინტერესებას რუსთავში, ყოველ დღე რეზიუმეების დიდ რაოდენობას ვიღებთ. ახალი ფილიალი გაიხსნება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში. 


 

K•Call-ის სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ის უახლოეს მომავალში სერვისის მიწოდებას უცხოეთის ბაზრებისთვისაც გეგმავს.  

 

ვებ გვერდი: www.kcall.ge

https://www.facebook.com/kcall.ge/

ტელ: 2 05 03 02 


 

მარიამ მორგოშია


თეგები:
K•Call



„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up