საქართველოში პირველად ეგზოტიკური ხილის კომპოტისა და ჩირის წარმოება იწყება

საქართველოში პირველად ეგზოტიკური ხილის კომპოტისა და ჩირის წარმოება იწყება

access_time2021-05-07 13:30:31

„თუ ჩვენი ეგზოტიკური ხილი ცოცხლად არ გაიყიდება, სათადარიგო გეგმად გვაქვს, რომ გადავიდეთ მისგან კომპოტისა და ჩირის დამზადებაზე. საქართველოში ასეთი პროდუქცია არ არსებობს, თუმცა ამერიკაში ძალიან პოპულარულია,“ - ამის შესახებ, „კომერსანტს“ ლოლაძეების ფერმის დამფუძნებელი ლაშა ლოლაძე ესაუბრა.  

 

ლოლაძეების ფერმა“ საქართველოს ბაზარზე ეგზოტიკურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს უკვე 5 წელია აწარმოებს. საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სანერგე და სათესლე ხილის ტექნოლოგიური დამუშავების შემდეგ,  ლაგოდეხში მოყვანილი ფერმის სხვადასხვა პროდუქცია მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება. მინი კივი, ოკრა, პეპინო, კივანო, ფიზალისი -  ეს ის პროდუქტებია, რომლის განვითარებაც ფერმას უკვე დაწყებული ჰქონდა, ხოლო მალე ქართულ ბაზარზე მექსიკური შავი სიმინდის გაყიდვაც უნდა დაწყებულიყო.


როგორც ლაშა ლოლაძემ „კომერსანტთან“  აღნიშნა, პანდემიის გამო ხალხის მსყიდველუნარიანობა იმდენად დაეცა, რომ ეგზოტიკური ხილის ერთწლიანი კულტურების მოყვანას მომავალ  წელს აღარ აპირებს. ამ ეტაპზე ფერმა გადასულია ნერგების გაყიდვაზე, რომელიც მაღალმთიან რაიონებში საკმაოდ პოპულარულია.

 

„ახლა ძირითადად ჩვენი ეგზოტიკური ხილის, განსაკუთრებით მინი კივის ნერგების მიწოდებაზე ვართ გადასული და მაგაზე გვაქვს აქცენტი. ეს ნერგები ყინვაგამძლეა და ძალიან კარგად უმკლავდება ტემპერატურის ცვლილებას. პანდემიის დროს ხალხი მიწას დაუბრუნდა და აშკარად მოკიდეს ხელი კულტურების გაშენებას. აინტერესებთ მინი კივის ნერგები, რომელიც მრავალწლიანი მცენარეა და მაღალმთიან რაიონებში მოჰყავთ. ზოგჯერ მას დეკორატიული დატვირთვაც აქვს. ყიდულობენ კერძო პირებიც და კომპანიებიც, ისინი ვისაც თბილისის შემოგარენში აგარაკები აქვს და ასევე მთაში ვინც ცხოვრობს. ვატყიბთ, რომ ძალიან გაიზარდა მოთხოვნა,“ - ამბობს ლაშა ლოლაძე.



„ლოლაძეების ფერმის“ მეპატრონემ ლაგოდეხის ცენტრში ცოტა ხნის წინ, რესტორანი „ლა ცენტრი“ გახსნა, სადაც ასევე ეგზოტიკური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისგან შემდგარი მენიუ იქნება. როგორც ლაშა ლოლაძე ამბობს,  თავის ფერმაში კივანოსა და სხვა ეგზოტიკურ ხილს მხოლოდ რესტორნის კერძებისთვის მინიმალური რაოდენობით მოიყვანს. ამ ეტაპზე რესტორანი დაკეტილია, თუმცა მეპატრონე ტურისტული სეზონის დაწყებას ელოდება.


„რესტორანი „ლა ცენტრი“ რამდენიმე დღით გავხსენით ლაგოდეხში, მაგრამ მერე დავხურეთ. აქ იქნება ეგზოტიკური ხილისგან დამზადებული მენიუ. ადრე დიდი მარაგები გვქონდა და დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ მენიუს. ამ ზაფხულს ვაპირებთ რომ სწორედ ჩვენი ეგზოტიკური ხილის მენიუ შევთავაზოთ ჩვენი რესტორნის სტუმრებს,“ - ამბობს ბიზნესმენი.

 

საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ლოლაძეების ფერმის“ კივანოს პროდუქციას, რომლის მისი მოსავალი „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ იყიდება.  კივანო, იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში. პროდუქტი გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის ეკლებიანი გოგრა, მისი რბილობი მწვანეა და უმეტესად გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები აქვს. საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად. პროდუქტის ღირებულება 1 კგ-ზე 28 ლარია.

 

რაც შეეხება პეპინოს, „ლოლაძეების ფერმაში“ ეს ხილი წელს პირველად მოხვდა ტექნოლოგიურ დამუშავებაში. ოკრა კი ერთწლიანი კულტურაა.  მცირე ზომის უბუსებო მინი კივის პლანტაციები  ლაგოდეხში პირველად 15 წლის წინ დაირგო. მინი კივი ტრადიციულისგან არა მხოლოდ ზომით, არამედ გემო თვისებებითაც განსხავდება. ამასთან, პროდუქტს არ აქვს ბუსუსები და მისი დაგემოვნება კანითაც შესაძლებელია.

 

ფიზალისის, იგივე ოქროსფერი კენკრის წარმოება „ლოლაძეების ფერმაში“ 2019 წელს დაიწყო. ეს არის მრავალწლიანი მცენარე. ფიზალისს ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, მდიდარია A, B და C ვიტამინებით. გარდა ამისა, მისგან ამზადებენ მარინადს. ფიზალისის მოყვანა უფრო რთულია და მცირე მოსავალსაც იძლევა, თუმცა ბაზარზე ერთი კილოგრამის ფასი, შესაძლოა 60 ლარიც იყოს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up