2021 წელს პენსიების გაცემაზე 2.6 მლრდ ლარი დაიხარჯება

2021 წელს პენსიების გაცემაზე 2.6 მლრდ ლარი დაიხარჯება

access_time2021-02-20 16:00:53

ასაკობრივი პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობა 2020 წელს 784 ათასამდე გაიზარდა. მათგან 71% ქალია. პენსიონერთა 29.2% თბილისში ცხოვრობს. დამატებით 174 ათასი ადამიანი სხვადასხვა სახის სოციალურ პაკეტს ღებულობდა.

საქართველოში 2020 წელს პენსია 220 ლარი გახდა, 70 წლის ასაკიდან კი 250 ლარი. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონრებს 20-20 პროცენტი ემატებოდათ. შესაბამისად მათი პენსია 264 და 300 ლარს შეადგენდა. მოსახლეობის პენსიით უზრუნველყოფაზე 2.230 მლრდ ლარი იყო გამოყოფილი. 2021 წლის ბიუჯეტში კი 2.600 მლრდ-ა გათვალისწინებული. გარდა იმისა, რომ პენსიონერთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება იანვრიდან საბაზისო პენსია 20 ლარით. 70 წელს გადაცილებული პირებისთვის 25 ლარით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის 24 და 30 ლარით გაიზარდა.

პენსიონერთა რაოდენობამ მოსახლეობის 21%-ს გადააჭარბა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მსოფლიო ტენდენციაა. შობადობა მცირდება და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, რასაც ღარიბი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ემიგრაციაც ემატება. როდესაც საპენსიო დაზღვევაზე მსჯელობდნენ, საკითხი იმის შესახებ სისტემაში ჩართვა სავალდებულო უნდა ყოფილიყო თუ ნებაყოფლობითი საკამათო გახდა. სავალდებულოს მომხრეთა ერთ-ერთ არგუმენტს სწორედ ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ სახელმწიფოს მომავალში პენსიონერთა გაზრდილი რაოდენობისთვის მაღალი პენსიის მიღება გაუჭირდებოდა. საბოლოოდ საპენსიო დაზღვევა 2019 წლის იანვრიდან სავალდებულო წესით ამოქმედდა, პირნციპით 2+2+2, სადაც 2%-ს დასაქმებული იხდის დარიცხული ხელფასიდან და მას მხოლოდ ამის შემდეგ ეჭრება საშემოსავლო, 2%-ს დამსაქმებელი ამატებს, 2%-ს კი სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც რეალურად ისევ გადასახადების გადამხდელთა ფულით ივსება. 2020 წელს ამ პროგრამისთვის 200 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, 2021 წელს თანხა 220 მლნ-მდე გაიზარდა.

იმ ფაქტს, რომ პენსიონერთა 71% ქალია ორი ახსნა აქვს: საქართველოში ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ქალის საშუალო სიცოცხლის ხანგღლივობა, კაცისას აღემატება. ამასთან ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, კაცები 65 წლიდან.


პენსიოერთა გარდა 2020 წელს სხვადასხვა სახის სოციალურ პაკეტს 174 ათასი პირი იღებდა. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 72.5%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.6%-ს მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 8.9%-ს - ომის მონაწილეები, 5.7%-ს- სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3%ს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა უმრავლესობა - 65%, პენსიონერთა განსხვავებით კაცია, 35% ქალი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up