საქართველოში ორიგინალი იმპორტირებული სათამაშოები აღარ გაიყიდება ?! - რატომ იხურება მეორადი სათამაშოების მაღაზიები

საქართველოში ორიგინალი იმპორტირებული სათამაშოები აღარ გაიყიდება ?! - რატომ იხურება მეორადი სათამაშოების მაღაზიები

access_time2020-12-08 12:00:20

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისა და შეზღუდვების გამო დაზარალებულ და დახურულ ბიზნეს ობიექტებს მალე მთავრობის რეგულაციების გამო დახურული ბიზნესებიც დაემატება. კერძოდ, 2021 წლიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომელიც 2020 წლის იანვარში იქნა მიღებული და რომელიც გულისხმობს, რომ სათამაშოების იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს  „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ [რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, შემდგომში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება.


ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ის მაღაზიები, რომლებიც ბაზარზე ამერიკიდან ან ინგლისიდან მეორადი სათამაშოების იმპორტით არიან დაკავებული და დიდი ქსელური მაღაზიებისგან განსხვავებით, ხელმწისაწვდომ ფასად ახდენენ უმსხვილესი ბრენდების სათამაშოების გაყიდვას, ოპერირებას ვეღარ გააგრძელებენ. ასეთი მაღაზიების უმეტესობას ორიგინალი სათამაშოები საქართველოში შემოაქვს ისეთი ბრენდებისგან,  როგორებიცაა Fisher Price, Little Tikes, Lego, Barbie, თუმცა მათ ხარისხს დოკუმენტურად მომწოდებლისგან ვერ ადასტურებს, ხოლო ახალი სათამაშოების შემოტანას კი აზრი არ აქვს, რადგან ასეთი მაღალი ფასის პროდუქტზე მოთხოვნა ფიზიკურად არ არის.


სათამაშოების მაღაზია „პილთონი“ 4 წელია გაიხსნა და სამი ფილიალითაა წარმოდგენილი. ბიზნესი მზარდია, რადგან ორიგინალ სათამაშოებს საქართველოში 10-ჯერ დაბალ ფასად მხოლოდ ასეთ მაღაზიებში შეიძენს მშობელი, შესაბამისად „პილთონს“ მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ბაზა ჰყავს. თუმცა ეს მხოლოდ რეგულაციების ამოქმედებამდე, ამჟამად მაღაზიის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ბიზნესს დახურვა მოუწევს და სხვა ტიპის სათამაშოებზე გადასხვლას მოთხოვნის არ არსებობის გამო არ გეგმავს.


2020 წლის იანვარში მიიღეს ბრძანება რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა აღსრულება როგორც გავიგე, 6 თვით გადასწიეს.

ჩვენ ჩვენი გადაჭრის გზები შევთავაზეთ იმიტომ, რომ ხარისხიანია ჩვენი სათმაშო, მომხმარებელმაც იცის, რომ ხარისხიანი სათამაშოა, თუმცა  მეორადია. რეგულაციის მიხედვით, მოთხოვნილია ისეთი საბუთები, რომელთაც ფიზიკურად ვერ წარმოვადგენთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სათამაშოები ბაზარზე არსებული ახალი სათამაშოებისგან განსხვავებით, ხარისხიანია და მხოლოდ ბრენდული.  ზოგადად, ხარისხიანი სათამაშო ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ ხელმისაწვდომ ფასებს ვთავაზობდით მომხმარებელს. ხმარების კვალი ძირითადად არ ეტყობა ჩვენს პროდუქციას, მაგრამ რადგან არ აქვს ყუთი, არ არის ახალი. ხოლო ფუნქციური და გამართული რომ იყოს,  ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ. დაახლოებით 10-15ჯერ ნაკლებ ფასად ვყიდით ორიგინალ სათამაშოებს,  ვიდრე ახლის ფასია.  ზოგადად ბაზარზე ბრენდული სათამაშოების ოფიციალური წარმომადგენლობები არ არის იმიტომ,  რომ არ არის ბაზარზე მოთხოვნა და ამ ფასის სათამაშო ვერ გაიყიდება.


რეგულაცია მოითხოვს მწარმოებლისგან ინფორმაციას თითოეულ სათამაშოზე, თუ რა შემადგენლობა აქვს, რა შემოწმება გაიარეს ამ სათამაშოებმა.   ჩვენ პირდაპირი კავშირი არ გვაქვს მწარმოებელთან და ფიზიკურად ვერ გვაქვს ეს საბუთები, არა იმიტომ რომ რამე სტანდარტში ვერ ვჯდებით. ჩვენ შევთავაზეთ ლაბორატორიაში ჩამოტანილი პროდუქციის ჩვენი ხარჯებით გადაგზავნა, მაგრამ უშედეგოდ. ხარისხს რომ არეგულირებენ, ჩვენი სათამაშოები კი არ უნდა აკრძლონ,  არამედ ხელი უნდა შეუწყონ ასეთ ბიზნესს.

სხვა ტიპების სათამაშოებზე ვერ გადავეწყობით, რადგან ხარისხიანს იმ ფასად ვერ შემოვიტანთ მოსახლეობის უმრავლესობა რისი შემძენიც არის. დღეს საქართველოში ის ბრენდები არ არსებობს, რაც ჩვენ გვაქვს , ესენია მხოლოდ ორიგინალი - „ბარბი“, ლეგო, Fisher Price, Little Tikes და ა.შ.

მთავრობაში არაფრის მოგვარებას არ აპირებენ - დამიმტკიცონ რომ არ არის ხარისხიანი, მე ვეუბნები, რომ დავუმტკიცებ ლაბოლატორიულად, მაგრამ არა.

ამ მდგომარეობაში ბიზნესს რომ ხურავენ, არ ვიცი ეს რას ემსახურება,“ - განმარტავს სათამაშოების მაღაზია „პილთონის“ დამფუძნებელი  ნინო ამისულაშვილი.                       


ინგლისიდან ახალი სათამაშოები, ხოლო ამერიკიდან მეორადი პროდუქცია შემოაქვს კიდევ ერთ მაღაზიასაც, რომელიც ასევე დახურვას გეგმავს.


„ყველას არ აქვს საშუალება ყოველ კვირა100 ლარიანი სათამაშოები უყიდოს ბავშვს , ჩვენი მაღაზიები აძლევს მშობელს იმის საშუალებას რომ ორიგინალი სათამაშოები შეიძნინოს იაფად. რეგულაციების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ჩვენც მოგვცენ საშუალება დავამტკიცოთ, რომ ჩვენი პროდუქციაც ხარისხიანია. რესგულაციის ამოქმედების შემდეგ ალბათ დავიხურებით, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი გეგმა როგორ დავაკმაყოფილოთ მომხმარებელიც და როგორ მოვერგოთ რეგულაციებსაც.“- განმარტავენ მეორადი სათამაშოების ერთერთ მაღაზიაში.


მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის მიხედვით, მწარმოებელი, 2021 წლის პირველი იანვრიდან, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვის შესაბამისობის დეკლარაცია. თუმცა როგორც ბიზნესის წარმომადგენლები განმარტავენ, მთავრობა ამ რეგულაციის მხოლოდ 6 თვით გადადებას გეგმავს. სათამაშოების ბაზართან დაკავშირებული რეგულაციის ამოქმედების ზუსტ ვადებზე კომერსანტი ეკონომიკის სამინისტროს კომენტარსაც შემოგთავაზებთ. 


თეგები:
პილთონი



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up