ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა იყო დადასტურებული.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.