საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

access_time2020-12-18 23:00:00

2019 წლის განმავლობაში საქართველომ 35.1 ათასი ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვა, რაც 2018 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. შედარებისთვის საქართველოში მოპოვებული ნავთობის რაოდენობა იმაზე 40-ჯერ მცირეა, ვიდრე ქვეყანა მას გადამუშავებული სახით, იმპორტით ყიდულობს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანახმად, ქვეყანაში ნავთობის მოპოვების საქმიანობას ახორციელებს 6 ინვესტორი კომპანია: ნინოწმინდის ნავთობკომპანია“; შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი“; ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია“; ვი-პი-აი ჯორჯია“; საცხენისი ჯორჯია“; ნორიოს ხევი ჯორჯია“; ასევე თავად ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, თუმცა, კორპორაციის ვებ-გვერდზე არაა მითითებული თითოეული მომპოვებლის მიერ მოპოვებული ნავთობის მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

კორპორაციის მონაცემებით, ნავთობის ძებნა-ძიებით სამუშაოებს ქვეყანაში 7 ინვესტორი კომპანია აწარმოებს, ესენია: ჯი-ოუ-ჯი ლიმიტედი“; ელენილტო“; მარექსინი“; ჯორჯია ნიუ ვენჩერს ინკ“-ი; ნორიოს ნავთობკომპანია“; ვესთ გალფ პეტროლეუმ საინჟინრო კომპანია“ და ქოალიშენ ენერჯი ლიმიტედ კომპანია“.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას. შესაბამისად, 2019 წელს მოპოვების 16%-იანი ზრდის მიუხედავად ის 10 წლის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იყო.


რაც შეეხება გადამუშავებას, საქართველოში ორი გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს, ესენია “ზდ ნავთობის კომპანია” და შპს “გლობუსი”. გადამამუშავებელი ქარხნები როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებით არიან დაკავებული. მათ 2019 წელს ჯამში 37 ათასი ტონა ნავთობი გადაამუშავეს.

ამ ორი კომპანიიდან 2019 წლის ფინანსური ანგარიში მხოლოდ “ზდ ნავთობის კომპანიას” აქვს წარმოდგენილი, რომლის თანახმადაც კომპანიამ გადამუშავებული ნავთობის რეალიზაციით 45 მილიონი ლარის შემოსავალი და 3.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

რაც შეეხება მთლიანად ადგილობრივ მოხმარებას, 2019 წელს საქართველომ 544 ათასი ტონა ბენზინი; 534 ათასი ტონა დიზელი; 104 ათასი ტონა საავიაციო ნავთობი და 170 ათასი ბიტუმი მოიხმარა. მთლიანობაში ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულებამ $800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

forbes.ge

თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up