საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

access_time2019-12-06 16:30:18

საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა.


„Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად გემებისათვის დაბალგოგირდოვანი მაზუთის საწარმოებელი ქარხნის აშენებაზე. ეს ცენტრი ერთგვარი სადისტრიბუციო ჰაბი გახდება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოსამარაგებლად. ქარხნის აშენების საკითხები უკვე ინტენსიურად განიხილება კომპანია „ევოლვის“ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯორჯ კარსტენ ირვინსა და კომპანია SAVM-SABA-ს მმართველ დირექტორ დევიდ ლაურის შორის.


საქართველოში გემების დაბალგოგირდოვანი მაზუთის საწარმოებელი ქარხნის აშენების იდეას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ის ფაქტი, რომ უკვე 2020 წლის 1 იანვრიდან ‘“საერთაშორისო სანაოსნო ორგანიზაციის“ ახალი გლობალური გადაწყვეტილების შესაბამისად, მხოლოდ ამ ტიპის საწვავით შეძლებენ ოპერირებას გემები. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება უდიდეს გავლენას ახდენს გადაზიდვების ტარიფებსა და გემთმფლობელ კომპანიებზე.



„საქართველოში, ადგილობრივი მოხმარებისთვის და რაც მთავარია, შავი ზღვის რეგიონში გემების დაბალგოგირდოვანი მაზუთის საწარმოებლად და დისტრიბუციისთვის ჰაბის შექმნა, პირდაპირი და მკაფიო მესიჯი გახდება მსოფლიო ლიდერებისთვის, რომ საქართველო საგნობრივად ეხმიანება „კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების“ მიზნებს.


ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ბევრი მცოდნე, გამოცდილი კადრი და სამუშაო ძალაა ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა კი შავი ზღვის რეგიონში წარმოადგენს ოპტიმალურ შესაძლებლობას იმ ტექნოლოგიის დასანერგად, რომლის გამოყენებასაც უკვე 2020 წლიდან დაიწყებს მთელი მსოფლიო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


საწარმოს დღიური წარმადობა იქნება 30.000 ბარელი ნავთობის გადამუშავება, მაგრამ ეს მოცულობა შეიძლება გაიზარდოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული პროექტის განხორციელებისგან საქართველო მიიღებს დიდ სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს. პროექტი ითვალისწინებს ასობით მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნას.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 





ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში
access_time2020-07-09 14:30:05
„დელფინარიუმი თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ 30 ივნისს გაიხსნა, ამჟამად მსურველებს, ორშაბათის გარდა, ყოველდღე ვმასპინძლობთ, 16:00 საათზე, სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დავამატებთ წარმოდგენებს. ბილეთის ფასი არ შეცვლილა.ამ ეტაპზე, ტრადიციულად, სრული ანშლაგია, თუმცა...

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...


მსგავსი სიახლეები

up