საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

access_time2020-09-30 16:00:57

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს.


უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ იქნება.


შეგახსენებთ, რომ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ მშენებლობაზე, ინვესტორმა სოლარ ფაუერ ჯორჯიამ“ კვლევა გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა, მშენებლობის დაწყება კი 2019 წლის ბოლომდე იგეგმებოდა, თუმცა, ელექტროსადგურის აშენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.



„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განმარტებით, პროექტის შეფერხების უმთავრესი მიზეზი, ბაზარზე ელექტროენერგიის ტარიფის არაპროგნოზირებადობა იყო.


„მზის პროექტები, ზოგადად, მოითხოვს დიდ ტერიტორიას. დაახლოებით, 1.5 - 2 ჰექტარი სჭირდება 1 მგვტ-ს, რაც საქართველოს პირობებში რთული მისაღწევია, მით უფრო, თუ საუბარია ისეთ დიდ პროექტებზე, როგორებიცაა მაგალითად, 50-100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები. რაც შეეხება უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტს, ის უნდა აეშენებინა კერძო ინვესტორს, რომელსაც პარტნიორები ჰყავდა პოლონეთში. თუმცა, მათ ვერ მოიძიეს შესაბამისი დაფინანსება. ვგულისხმობ როგორც საკუთარ კაპიტალს, ასევე ბანკებიდან სესხების აღებას. მიზეზი კი, ბაზარზე ელექტროენერგიის ტარიფის არაპროგნოზირებადობა იყო. ყველგან ისმოდა ეს კითხვა - რა ფასს მიიღებს, როცა ბაზარზე ივაჭრებს ეს სადგური. თუმცა, ამ პრობლემის წინაშე აღარ აღმოვჩნდებით, ვინაიდან 2021 წლიდან გვექნება ელექტროენერგიის ბირჟა, სადაც აღარ იმოქმედებს გარანტირებული შესყიდვების ტარიფი და იქნება საბაზრო ფასწარმოქმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა დაითვალოს ელექტროენერგიის ტარიფი და შესაბამისად, სამომავლო პროგნოზი გააკეთოს,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.


ცნობისთვის, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, 2025 წლისთვის, 900 მგვტ მზის და ქარის ენერგია აწარმოოს და ქსელს შეუფერხებლად მიაწოდოს, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ამ მაჩვენებლების მხოლოდ 3%-ია ათვისებული.


business-partner.ge





საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის
access_time2020-10-26 11:30:12
გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. დაცარიელებული კინოთეატრები, მუზეუმები და კაზინოები. ასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლები. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჰოლივუდური ბლოგბასტერის სცენარი არ არის, ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა რომელში ყველანი ახალ ცხოვრებას ვსწავლობთ. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო, წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ბიზნესის  გარკვეულმა სექტორებმა ეს მალევე მოახერხა და...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...


მსგავსი სიახლეები

up