საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

access_time2020-12-22 20:00:00

პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებაში და საქართველოში მყოფი უცხოელები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილნი არიან, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე.



ამასთან მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეული უნდა იყოს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებებით:



ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
გ) თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.




ამასთან, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოღებულ იქნა ნორმა, რომლითაც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ამ განკარგულების საფუძველზე ყოფნა არ ითვლებოდა კანონიერად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის.​



აღსანიშნავია, რომ შესაბამის განკარგულებაში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდათ განსაზღვრული.​



avianews.ge





თეგები:
მოქალაქე



კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს
access_time2021-05-13 11:00:51
„საფრანგეთმა ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ევრო გამოჰყო ავტორებისა და გამომცემლობების დასახმარებლად, ამ ქვეყანას ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი. ჩვენ რაც გვაქვს, ისიც არ წაგვართვან,“ - გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი კახა კუდავა „კომერსანტთან“  საგამომცემლო ბიზნესის კრიზისულ პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად ბიზნესის შემოსავალი პანდემიამდე არსებული პერიოდის მაქსიმუმ 5 პროცენტი შეიძლება იყოს. კახა კუდავას თქმით, წიგნის სფერო...

ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან

ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან
access_time2021-05-12 21:00:37
ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა დაძაბულობა - ისრაელში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა და ახლო აღმოსავლეთის შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ლანდშაფტმა.ისრაელში განვითარებული მოვლენები ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი არეულობების - ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დამბობვების გაგრძელებაა. საბედნიეროდ, ორი კვირის წინ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლებიც ასევე,...


მსგავსი სიახლეები

up