საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება

საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება

access_time2020-09-24 17:16:36

24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიესალმება მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს საზღვაო სფეროში საქართველოს მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და სამომავლო პერსპექტივებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„მსოფლიო საზღვაო დღეს ვულოცავ დარგის ყველა წარმომადგენელს. ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებები და ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად არის დამოკიდებული საზღვაო სექტორის გამართულ მუშაობაზე. საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე ეფექტური და ეკონომიური ტრანსპორტია - ზღვით გადაიზიდება მსოფლიო ტვირთების 80%, რაც უზრუნველყოფს გლობალური საქონლის საიმედო და დაბალფასიან ტრანსპორტირებას, ვაჭრობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მდგრადი საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე," - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.




„აქტიურ ფაზაშია შესული სექტორული ინტეგრაცია - საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებითა და სერვისებით სარგებლობს საზღვაო სფეროს ცალკეულ მიმართულებებში. მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს საზღვაო განათლების განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების მიმართულებით: 2019 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით, 2019 წელსვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) „თეთრ სიაში" ორგანიზაციის წევრი 165 ქვეყნიდან მხოლოდ 53 სახელმწიფო შეიყვანა, მათ შორის საქართველოც, რითიც დაადასტურა ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიცია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს მათი რიცხვი 13600-ს შეადგენს და ევროკავშირთან თანამშრომლობით მათი ღირსეული დასაქმების შესაძლებლობებს ვზრდით", - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.


თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. „დღეს ჩვენ უკვე გადავედით დინამიური აპროქსიმაციის ეტაპზე, რაც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან არა მხოლოდ სტატიკურ რეჟიმში - საქართველო არამხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას ახდენს, არამედ უკვე განახლებული სტანდარტების დანერგვას ვახორციელებთ. ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიაზე. ევროკავშირთან ერთად ვქმნით შესაძლებლობებს საქართველოს საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარებისათვის," - განაცხადა თამარ იოსელიანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up