საქართველოში მოსახლეობის 45 პროცენტი თანხას ნაღდი ფულის სახით ზოგავს

საქართველოში მოსახლეობის 45 პროცენტი თანხას ნაღდი ფულის სახით ზოგავს

person access_time2016-04-22 18:30:02

საქართველოში მოსახლეობის 45 პროცენტი თანხას ნაღდი ფულის სახით ზოგავს. ასეთი შედეგები „თიბისი ბანკის" ინიციატივით ჩატარებულმა, ფინანსური განათლების კვლევებმა აჩვენა, რომელიც კვლევითი ორგანიზაციების TNS და ISET-ის მხარდაჭერით განხორციელდა.


ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 52 პროცენტს დაბალი ფინანსური განათლება აქვს, საშუალო -42 პროცენტს, ხოლო, მხოლოდ 6-მა პროცენტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება.


შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 45 პროცენტი თანხას ნაღდი ფულის სახით ზოგავს, 79 პროცენტი არ ზრუნავს თავის სიბერეზე და ასე შემდეგ. გარდა ამისა, თბილისის გარდა სხვა ქალაქებში 14 პროცენტით მეტია სწორი პასუხების რაოდენობა სარგებელთან დაკავშირებულ შეკითხვაზე. ამავე კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ ქალები უფრო სენსიტიურები არიან ფინანსების კონტროლის მიმართ, ვიდრე მამაკაცები.


კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალშემოსავლიან სეგმენტში (2000-3000 ლარი) 29 პროცენტით მაღალია ბანკების მიმართ ნდობა, ვიდრე დაბალ შემოსავლიანში (0-500 ლარი). მოსახლეობას ყველაზე მეტად კი სწორი პასუხის გაცემა ინფლაციასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გაუმარტივდა.



კვლევის 4 ძირითადი საკითხი მოიცავდა შეკითხვებს შემდეგ თემებზე: ინფლაცია, რისკების დივერსიფიკაცია, რთული პროცენტი, სარგებელი, რომელიც ფორმულირებული იყო მარტივი ამოცანების სახით.


„კვლევის დროს ავიღეთ 8 პარამეტრი და გამოვიკვლიეთ ხალხის ცოდნა. შესაბამისად, გამოვიყვანეთ ინდექსი. საგანგაშო შედეგები არ არის. მე უფრო ამას საშუალო შედეგად შევაფასებდი. საინტერესო მაჩვენებელია ასაკობრივ ჯგუფებში, ლოგიკური, თუმცა მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი. უფრო პატარა ასაკის მოსახლეობა უფრო ნაკლებად არის გათვითცნობიერებული, ვიდრე ზრდასრული. ასევე დასაფიქრებელი შედეგია დაზოგვის კოეფიციენტზე. ვინც დაზოგა, იმ ადამიანების 45 პროცენტს ნაღდი ფულით აქვს დაზოგილი, ანუ პრობლემაა ის, რომ ხალხი ცოტას ზოგავს და ვინც ზოგავს, არ ფიქრობს იმაზე, რომ ინფლაცია „უჭამს“ ამ დანაზოგს და ის ბანკში უნდა შეიტანოს."-აცხადებს „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი.


კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად გათვითცნობიერებულია საზოგადოება ფინანსურ საკითხებში, როგორია მათი დამოკიდებულება პირადი ხარჯების მიმართ და რამდენად ენდობიან ისინი ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.


როგორც კვლევის პრეზენტაციაზე დღეს „თიბისი ბანკში" განაცხადეს, კვლევაში სულ 100-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი). მოსახლეობა მათი ბუნებრივი გადანაწილების პროპორციის დაცვით გამოიკითხა. ინტერვიუების ჩატარება TNS-მა უზრუნველყო. კითხვარი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის სპეციალისტების მიერ აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით მომზადდა.


როგორც „თიბისი ბანკში" აცხადებენ, აღნიშნული კვლევის შედეგები „თიბისი ბანკს" ფინანსური განათლების შესახებ სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. მონაცემების გათვალისწინებით, ბანკი შეეცდება საკუთარ პროექტებში მეტი აქცენტი გააკეთოს იმ თემებზე, რაც საზოგადოებაში ფინანსური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


 



„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-05 21:30:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„რეგულაცია ხარჯების გაზრდას და საეჭვო გარიგებების შემცირებას გამოიწვევს“ - ლომბარდებს შსს-ისთვის ინფორმაციის მიწოდება დაევალათ ლომბარდებს, ანუ „სესხის გამცემ სუბიექტებს“ აქვთ ვალდებულება 1-ელი აპრილისთვის უკვე...


მსგავსი სიახლეები

up