საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ - PISA-ს 2018 წლის სავალალო შედეგები

საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ - PISA-ს 2018 წლის სავალალო შედეგები

access_time2019-12-03 14:20:04

ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, რომელმის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოში მოსაწვალეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ. შედეგები ასევე დამაკმაყოფილებელზე დაბალია მათემატიკასა და მეცნიერებაში.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” PISA 2018 წლის შედეგების თანახმად, საქართველომ მონაწილე 79  ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა.

 

საქართველოს შედეგები 2018 წლის კვლევის მიხედვით შემდეგია:

 

კითხვა - 380

 

მათემატიკა - 398

 

მეცნიერება - 383

 

ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს, ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებს.

 

საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. კერძოდ, საშუალო ქულა კითხვაში 487-ია, მათემატიკაში 489, ხოლო მეცნიერებაში 489.

 

საუკეთესო შედეგი კვლევის მიხედვით ესტონეთს, სინგაპურს, ჩინეთს და კანადას აქვთ, რომლის მოსწავლეებმაც სამივე კომპონენტში საშუალოზე მაღალი შედეგები აჩვენეს.


 


 


სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, გია მურღულია აცხადებს, რომ განათლების მიმართულებით ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს და სფერო ძალიან დიდ რესურსს ითხოვს იმ გამოწვევის მოსაგვარებლად რომელიც დღეს დგას. მისი თქმით, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და დირექორთა მოტივაცია არ არის შესაბამისად მაღალი. როგორც ფილოლოგიის დოქტორი ამბობს, განათლების მაღალი ხარისხის პირველი გარანტორი არის მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი.

 

„როდესაც ასეთი შეფასებები ქვეყნდება ამ პრობლემის აქტუალიზება მაშინ ხდება ხოლმე, არადა საჭიროა ლაპარაკი, ფიქრი, გონივრული და ადეკვატური მოქმედება. წლებია ასეთ კვლევებში ვმონაწილეობთ და იმ  შედეგისთვის რომელიც ოდნავ მაინც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა თითქმის არასდროს მიგვიღწევია. ეს არის კომპლექსური პრობლემა და არ შეიძლება მიღებული შედეგი ერთი  გაუკეთებლი საქმით აიხსნას.


პირველ რიგში ეს არის შედეგი იმისა, რომ საქმეში ჩართული ადამიანების მოტივაცია არის საკმაოდ დაბალი, ესენი არიან სკოლის დირექტორები, სკოლის მასწავლებლები და ესენი არიან თვითონ მოსაწავლეები. პირველ ორს, მატერიალური და სოციალური მოტივაცია ნაკლებად აქვთ, ისინი არ ჩანან არსად, ისინი არ მოიხსენებიან ჩვენი საზოგადოების საინტერესო ადამიანთა რიცხვში. განათლება ჩვენი საზოგადეობისთვის არის ერთ-ერთი ნაკლებად მიმზიდევლი პრიოერიტეტი, სხვა პრიოერიტეტებთნ შედარებით. ჩვენი დაფინანსება არის ძალიან დაბალი. კარგია, რომ სახელმწიფომ განათლება გამოაცხადა ეროვნულ იდეად, მაგრამ ეს ახალი მიღებული გადაწყევტილებაა და ჯერ რეალურ ცხოვრებაზე ბუნებრივია ვერ მოქმედებს.


ისიც შესაფასებელია ეს გამოყოფილი დაფინანსება როგორ გადანაწილდება და რამდენად შეუწყობს ხელს განათლების ხარისიხის ამაღლებას. ეს არის უმნიშველოვანესი ამოცანა, სწორედ ხარისხის ამაღლება აისახება მომდევნო ასეთ კვლევებში, თუ კი საქართველო კვლავ ე.წ. მაჩანჩალათა რიგში დარჩა ეს რასაკვირველია მხოლოდ სევდის მომგვრელი იქნება. მეორე მომენტი არის ის, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეობს, მათი გამოქვეყნდებიდან ერთ კვირაში კი არ ივიწყებს შედეგებს. ღრმად აანალიზებს ამას და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ მომდევნო კვლევაში რამდენინმე ნაბიჯით დაწინაურდნენ. არ მაქვს განცდა, რომ ჩვენ ამას ვაკეთბთ, მე არ მინახავს ღრმა ანალიზი ამ შედეგების და არ მინახავს რეკომენდაციები ჩვენი სკოლებისათვის რა უნდა გააკეთონ იმისთვიოს რომ შემდეგში ჩემი შედეგი იყოს უკეთესი“,- განაცხადა გია მურღულიამ.

 

 

საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება განთლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზე მურღულია. ქუთაისის მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის facebook პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„PISA 2018-ში რომ საგანგაშო შედეგები გვაქვს ეს უკვე მოცემულობაა, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ. შეგვიძლია ამ პრობლემის მრავალი მიზეზი მოვიძიოთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, აწი რას ვიზამთ.

საყურადღებოა, რომ PISA 2021-ის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლებიც განათლების თანამედროვე ტენდენციებს ეხმაურება - ტრადიციულ მათემატიკას, კითხვას და მეცნიერებებს ემატება კრეატიული აზროვნება, კომპიუტერული და ფინანსური წიგნიერება. დღევანდელი კურიკულუმის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ამ კუთხით ფრიად არასახარბიელო შედეგები გვექნება.

PISA-ს ტიპის მასშტაბური და მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო რეიტინგების ანალიზი უკვე გვაძლევს საყურადღებო და სამოქმედო (actionable) მასალას. მაგრამ, რეალურად გარღვევითი წარმატებების დასაგეგმად და მისაღწევად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო-მ აუცილებლად უნდა შექმნას მიზნობრივი სამუშაო ჯგუფი - ემპირიული გამოცდილებით, მსგავსი გარღვევები სწორედ თემატური და მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის შედეგია“, - წერს მურღულია.



შეგახსენებთ, რომ კვლევა 1990 წლიდან ტარდება და მისი მიზანია შეამოწმოს თუ რამდენად არიან მოსწავლეები მზად საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.





სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-17 21:30:37
„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა 1.„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...


მსგავსი სიახლეები

up