საქართველოში მობილური ინტერნეტი ფიქსირებულზე სწრაფია

საქართველოში მობილური ინტერნეტი ფიქსირებულზე სწრაფია

access_time2021-02-06 11:25:03


2000-2020 წლებში მსოფლიოში ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 1267%-ით 361 მლნ-დან 4.754 მლრდ-მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში პლანეტის მოსხლეობის ზრის ტემპმა მხოლოდ 27% შეადგინა.

1995 წელს ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობის მხოლოდ 0.4% იყო, 1%-იანი ზღვარი 1997 წელს გადაილახა, 10%-იანი 2003 წელს, 25%-იანი 2009 წელს, 50%-იანი კი 2017 წელს. დღეს ის 62%-ს უდრის და ძირითადად განვითარებადი სამყაროს ხარჯზე იზრდება. განვითარებულ ქვეყნებში მან უკვე 80%-იან, ზოგიერთ შემთხვევაში კი 90%-იან ზღვარს გადააჭარბა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2019 წლისათვის საქართველოში ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობის 69%-ს აღწევდა და რეგიონში მხოლოდ სომხეთს ჯობდა 4%-ით. იგივე მაჩვენებელი აზერბაიჯანში 80%-ს შეადგენდა, თურქეთში 74%-ს, ხოლო რუსეთში 83%-ს.

უკეთესი ვითარება სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მიმართაა. საქართველო მხოლოდ უკრაინას, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს უსწრებს.



ზოგადი ინტერნეტიზაციის გარდა მნიშვნელოვანია აგრეთვე ინტერნეტის სიჩქარე, ტარიფი და ცენზურის არსებობა ან არარსებობა.

ინტერნეტის სისწრაფის მხრივ საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა შორისაა სადაც მობილური ინტერნეტი ფიქსირებულზე უფრო სწრაფია. კერძოდ მობილური ინტერნეტის სიჩქარე 38 მბ/წმ-ს აღწევს და ქვეყანა 56-ე ადგილზე იმყოფება, ფიქსირებული ინტერნეტის მხრივ კი 26 მბ/წმ 108-ე აგილზეა. ამის უმთავრესი მიზეზი რეგიონებში არსებული პრობლემებია.



თუ არ ჩავთვლით მსოფლიო ლიდერებს, რომლების საქართველოს 4.4-ჯერ, 4.6-ჯერ უსწრებენ, რეგიონში და მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცეში, მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მხოლოდ ლიეტვუასა და ესტონეთს ჩამორჩება. მდგომარეობა ბევრად არასახარბიელოა ფიქსირებული ინტერნეტის მიმართულებით, სადაც საქართველო ერთ-ერთი აუტსაიდერია, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მხოლოდ ორს აზერბაიჯანსა და თუქმენეთს უსწრებს, მსოფლიო ლიდერებსაც ბევრად უფრო დიდი სხვაობით 9.4-ჯერ და 11.8-ჯერ ჩამორჩება.



ვალუტის კურსის ცვლილების გათვალისწინებით ტარიფების დადგენა ცოტა უფრო რთულია. პორტალ Numbeo-ს ცნობით საქართველოში 60 მბ/წმ ინტერნეტის საშუალო ღირებულება $15-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და 104 ქვეყნიდან 92-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა რეგიონალურ ჭრილში უფრო ძვირია ვიდრე უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და ლიეტვუაში. სახელმწიფოთა ნაწილზე სანდო ინფორმაცია საერთოდ არ მოიძებნება.



რაც შეეხება ინტერნეტთავისუფლებას, ის უფრო შეფასებითი სიდიდეა, რისი გაზომვაც სიჩქარისგან განსხვავებით პირობითია. Freedom house-ის კვლევით საქართველო ინტერნეტთავისუფლებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მხოლოდ მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფ ესტონეთს ჩამორჩება და მე-8 ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით საქართველო იტალიას, შეერთებულ შტატებს კორეასა და იაპონიას უსწრებს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ცნობით 2020 წლის ნოემბერში ფიქსირებულ ინტერნეტაბონენტთა რაოდენობა 829 ათასს შეადგენდა, რაც 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით 4.7%-ით მეტია. მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა კი 8.5%-ით 2.806 მლნ-მდე გაიზარდა. ზრდის ტემპი ბევრად მაღალი იყო მობილური ინტერნეტის მოხმარებაში და ის ერთ წელიწადში, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე, 133%-ით 8.2 პეტაბაიტიდან (1024 ტერაბაიტი) 19.1 პეტაბაიტამდე გაიზარდა. 11 თვიან ჭრილში 2019 წლის ინავრ-ნოემბერში მობილური ინტერნეტის მოხმარებამ 71.8 პეტაბაიტი შეადგინა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში კი 171.9 პეტაბაიტი, ანუ 139%-ით მეტი.

2016 წელს მობილურ ინტერნეტში 4G-ის წილი 38%-ს შეადგენდა, 2017 წელს 56%, 2018 წელს 65%-სა და 2019 წელს 77%-ს. 2020 წლის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა წინა წლების ზრდის დინამიკის გათვალისწინებით შეიზლება ვივარაუდოთ, რომ ის 85%-ს გადააჭარბებდა. ქვეყანაში ჯერჯერობით 5G ქსელი არ გაშვებულა.



2020 წლის ნოემბერში მოხმარებული მობილური ინტერნეტიდან 52% მაგთიზე მოდიოდა, 27.5% სილქნეტზე (ჯეოსელი), 20%-ზე ოდნავ მეტი კი ბილაინზე. მაგთი ასევე ლიდერია ფიქსირებულ ინტენეტშიც სადაც, მისი წილი 55%-ს აღემატება, 35%-ით მეორე ადგილზე სილქნეტია, 10%-ზე ნაკლები სხვა წვრილ მოთამაშეებზე ნაწილდება.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ინტერნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up