პარლამენტი მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებს. კანონპროექტის ავტორი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებია. პროექტზე შესაბამის კომიტეტს გასულ წელს უნდა ემსჯელა, თუმცა შესაბამისი სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.
პროექტის მიხედვით, საქართველოში სრულ სამუშაო განაკვეთზე მინიმუმალური ზღვარი 320 ლარით განისაზღვრება. არასრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში კი დამსაქმებელმა დასაქმებულს მინიმუმ 2 ლარი უნდა გადაუხადოს.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“