საქართველოში მიმდინარე  ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს

საქართველოში მიმდინარე ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს

access_time2020-01-21 15:30:18

საქართველოში ამ ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს. ამის მიზეზი წყლის მარაგის სიმცირეა, რასაც ენერგეტიკოსები უამინდობას უკავშირებენ. 2019 წლის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებამ დაახლოებით 8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, როცა ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9 მლრდ კვტ/სთ-ზე დაბლა არ ჩამოსულა. პრობლემა რეგიონებს უკვე დაეტყო. სამთო კურორტებზე წყალმომარგების პრობლემასთან ერთად, დენის გათიშვის რამდენიმე ფაქტი აღინიშნა, რის გამოც ტურისტებმა ჯავშნები გააუქმეს.


,,ბიზნეს-რეზონანსი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია ვითარების გამოსწორება და გვექნება თუ არა დეფიციტი ზამთრის ბოლოს ბუნებრივი პროცესებისა და მოხმარების ზრდის გამო. ,,ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, როგორც ყოველთვის, აფხაზებს მიაქვთ, ჩვენ კი იმპორტი მუდმივად გვეზრდება და მდგომარეობა უკონტროლო ხდება.


ერთ-ერთი ვერსიით, დენის დეფიციტის პრობლემა დიდწილად ციფრული ვალუტის გამომუშავების პროცესსაც უკავშირდება. თუკი ამ პრობლემაზე ადრე მხოლოდ ექსპერტულ წრეებში სპეციალისტების მცირე ნაწილი საუბრობდა, საფრთხეზე უკვე სემეკიც ალაპარაკდა. საქმე ეხება მაინინგის უკონტროლო პროცესს სვანეთში, რა მიმართულებითაც სახელმწიფოს ზომების გამკაცრება მოუწევს.


ამის შესახებ ინფორმაცია ,,ბიზნეს-რეზონანსს” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაუდასტურეს. სემეკის წევრის გიორგი ფანგანის თქმით, პრობლემა სვანეთში ძირითადად იმის გამოა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადასახადს არ იხდის და გაორმაგებულია მოხმარება, საბოლოო ჯამში კი კომპანია ზარალდება.


,,ბიტკოინების წარმოების მონიტორინგს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან ერთად შევეცდებით, რომელიც ქსელში ლიცენზიის გამანაწილებელია. ხდება ქსელზე უკანონო მიერთებები, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მხრიდან და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. სერიოზული შეფერხებაა მიწოდებასთან დაკავშირებით და გარკვეული ზომების მიღება გახდება საჭირო. სახელმწიფოს მოუწევს პროცესში ჩართვა, რადგან ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს არ გადაიდება 1 ან 2 წლით, უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს.


ყოველწლიურად მთავრობა 30 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს, რათა მოწყვლად ჯგუფებს კომუნალურების გადასახადი დაუფაროს, ამ ფონზე სვანეთის ელექტროენერგიის გადასახადისგან სრულად გათავისუფლება ნაკლებად სამართლიანია. სავარაუდოდ, მესტიაც ელექტროენერგიის სამართლიანი ტარიფის ჩარჩოს დაექვემდებარება. ამის გარანტი ახალი კანონი უნდა გახდეს, - აცხადებს ბიზნეს-რეზონანსთან ფანგანი.


ცხადია, რომ დენის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემის გამო ტურიზმიც ზარალდება. ამ რამდენიმე დღის წინ სასტუმრო ,,ვილა მესტიას” მეპატრონემ ლევან დადვანმა განაცხადა, რომ დამსვენებელი სასრიალო ტრასებითა და ბუნებით კმაყოფილია, თუმცა ინფრასტრუქტურული გაუმართავობა, მათ უკმაყოფილებას იწვევს.



„ტურისტული სეზონის დაწყებას დაახლოებით ისე შევხვდით, როგორც სხვა სამთო კურორტები შეხვდნენ, თუმცა მათგან განსხვავებით ჩვენ წყლის პრობლემები არ გვქონია. სანაცვლოდ, შეფერხება გვაქვს დენის მოწოდებასთან დაკავშირებით. ბევრს აქვს გაკეთებული ბიტკოინების მაინერები, რასაც ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, ელექტროსისტემა კი ლენინის დროს არის გაკეთებული და ვერ უძლებს ამ დატვირთვას. დღეისთვის ჩემი სასტუმრო 30%-ით არის დატვირთული და ტურისტების რაოდენობაც კურორტზე მინელებულია“, - აღნიშნა სასტუმროს მეპატრონემ.


სპეციალისტების ნაწილი დენის დეფიციტს უამინდობას უკავშირებს. ენერგეტიკოს გია არაბიძის თქმით, კატასტროფული ვითარებაა იმის გამო, რომ წყალსაცავებში წყლის მარაგი არ არის და იმპორტის გადაუდებელი ზრდის საჭიროებაა.


,,წყალსაცავებში წყალი არ არის, ამ მხრივ კატასტროფული სიტუაციაა. ამან შექმნა დეფიციტი, წლიურ ჭრილში ენგურმა 3,3 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, როდესაც 4,5 მლრდზე ქვემოთ არ ჩამოდიოდა. წყალი წამოვა გაზაფხულიდან, მაგრამ ამ წუთში ძალიან მძიმე ვითარებაა. ფაქტობრივად, საცავებში წყალი არ გავქვს. 1,6 მლრდ-იანი შესყიდვა რომ განხორციელდა, ძირითადად ჰიდროსადგურების დაბალი გამომუშავებით იყო გამოწვეული.


მძიმე ჰიდროლოგიური სიტუაციის გამო 2019 წელს ძალიან გავგვიჭირდა. 8 მლრდ კვტ/სთ-მდე გამოიმუშავეს ჰიდროსადგურებმა, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 9 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენდა. ჯამში, ჩვენ დაგვჭირდა 1,6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი”, - განაცხადა არაბიძემ და დასძინა, რომ თებერვალ-მარტიდან მოსალოდნელია მდგომარეობის გამოსწორება, როგორც კი ახალი თბოელექტროსადგური სრულად დაიტვირთება.


,,უკვე ,,გარდაბანი2”-ის მეორე ბლოკიც უკვე წესრიგშია, ამიტომ თუ ჩვენ სოციალური გაზის პრობლემა მოვაგვარეთ, არ დაგვჭირდება სერიოზული რაოდენობის ელექტროენერგიის ყიდვა. მომდევნო თვეში, ,,გარდაბანი 2”-ის ამუშავებით, სულ შესასყიდლად 120-130 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძლება დაგვჭირდეს, დაახლოებით ამდენს ველოდებით მარტშიც. გაზაფხულიდან წვიმა წამოვა და წელში გავიმართებით, პრობლემა არ გევქნება”, - ვარაუდობს ენერგეტიკოსი.


ენერგეტიკის სექტორში კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომლის თქმითაც, დეფიციტი საეჭვო მოხმარების გამოა შექმნილი და სახელმწიფოს მხრიდან ზომები უნდა გამკაცრდეს.


,,ესკო-ს მონაცემს თუ დავეყრდნობით, ელექტროენერგიის დეფიციტი, რა თქმა უნდა, არის. გარკვეული რაოდენობა შემოგვაქვს, მაგრამ რის გამო გვაქვს პრობლემა, ბოლომდე ვერ ვადასტურებთ, ჯერჯერობით მხოლოდ ვმკითხაობთ, როგორ წყლის შემთხვევაში მოხდა. თუკი მიზანმიმართული ქმედებაა, ესეც უნდა გაირკვას და კითხვის ნიშნები გაქრეს.


დეფიციტი რომ აშკარაა, ორი აზრი არ არსებობს. მრეწველობა აბსოლუტურად არ ვითარდება, მხოლოდ - კერძო სექტორი, ისიც სასტუმროების მიმართულებით. ასეთი ქმედებით ტურიზმმა იზარალა. არ არის კონტროლი და არც პასუხისმგებლობა. ადრე, როცა გაზის პრობლემა იყო, გათბობას მიჰქონდა დენი, ახლა, როგორც ამბობენ, კრიპტოვალუტების მაინინგს.


რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი გადის, ადრე ყველაფერი გამჭვირვალე იყო, ენერგომატარებლებზე მხოლოდ ესკო-ს მონაცემს ვენდობით, სხვა ვერაფერს ვგებულობთ. ცალკე ისიც პრობლემაა, რომ დენის დიდი რაოდენობა აფხაზეთს მიაქვს უფასოდ და იქ კიდევ სად მიდის, ღმერთმა უწყის. მოკლედ, უკონტროლო სიტუაციაა. შეიძლება, ჩვენი ელექტროენერგიით რუსულ ბაზებს ვინახავთ, არც ეს არის გამორიცხული”, - აღნიშნა ბიზნეს-რეზონანსთან თემურ ჭიჭინაძემ.


გაზეთი „რეზონანსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up