საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოების იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში (იანვარი-ოქტომბერი) ქვეყანაში 45.93 ათასი აშშ დოლარის (48.32 ტონა) რბილი სათამაშოები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 37.05 ათასი აშშ დოლარის (39.87 ტონა).
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წელს პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:
პოლონეთი - 16.93 ათასი აშშ დოლარი
ბულგარეთი - 7.23 ათასი აშშ დოლარი
ბელგია - 6.15 ათასი აშშ დოლარი
თურქეთი - 5.74 ათასი აშშ დოლარი
ნიდერლანდი - 3.42 ათასი აშშ დოლარი
გარდა ამისა, მეორადი სათამაშოები მცირე რაოდენობით ასევე შემოდის: ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან და აშშ-დან.
Bpn.ge