საქართველოში მეღორეობისა და ლორის წარმოების ახალი პროექტი იწყება

საქართველოში მეღორეობისა და ლორის წარმოების ახალი პროექტი იწყება

person access_time2016-02-23 17:10:44

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO)  საქართველოში მეღორეობისა და ტრადიციული შებოლილი ლორის წარმოების მხარდასაჭერად,რაჭა–ლეჩხუმში საპილოტე პროექტს იწყებს. პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის(ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) მეშვეობით.

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO)  საქართველოში მეღორეობისა და ტრადიციული შებოლილი ლორის წარმოების მხარდასაჭერად,რაჭა–ლეჩხუმში საპილოტე პროექტს იწყებს. პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის(ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) მეშვეობით.

 

FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში რაჭა-ლეჩხუმში საღორე მეურნეობების მოდერნიზაციისა და შებოლილი ლორის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საგრანტო პროგრამას აცხადებს. ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომია ადგილობრივი ფერმერებისთვის და მოიცავს აღნიშნულ სფეროში ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ გადამზადებას. პროექტი ხორციელდება ადგილობრიrachaვი საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, რომელშიც ჩართულნი არიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ფერმერები.

 

ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა FAO-ს ანგარიშის საფუძველზე, რეგიონში სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების შეფასების შემდგომ, მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას სოფლის განვითარების პროცესში, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რესურსების შეთავაზებისა და წახალისების სქემას, სოფლის მეურნეობის, ეკოტურიზმისა და სხვა ტიპის ადგილობრივი ბიზნესის გასაძლიერებლად.


 

FAO-ს პროექტების მენეჯერის, ბექა ძაძამიას თქმით, რაჭა-ლეჩხუმში დარეგისტრირებული ყველა ფერმერს და კოოპერატივს შეუძლია განაცხადის შეტანა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. „ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ყველა განაცხადს; მეღორეობისა და ხორცის წარმოებაში გამოცდილების ქონა და მინიმუმ ორი ღორის ყოლა საკმარისი კრიტერიუმია მონაწილეობისთვის“.

 

მესაქონლეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი დარგია, განსაკუთრებით მაღალმთიან რაჭა-ლეჩხუმში. ადგილობრივ ფერმერებს საღორე მეურნეობების კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ და მათ მიერ წარმოებული შებოლილი ლორი კარგადაა ცნობილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, საქონლის დაავადებების ამოხეთქვის მრავალჯერადი შემთხვევების (მაგ. აფრიკული ღორის გრიპი), მოძველებული ტექნიკისა და დრომოჭმული მიდგომების გამოყენების გამო, საქართველოში მეღორეობა დაბალი პროდუქტიულობით  ხასიათდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რაჭა-ლეჩხუმში ლორის წარმოებაზე.

 

ჯამბულ ჯუბაშვილი, ფერმერი რაჭიდან, უკვე გეგმავს საღორე მეურნეობის განახლების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღებას. მან შეიძინა მიწა თავის სოფელში და ფინანსების მოძიების შემთხვევაში თანამედროვე მეღორეობის ფერმის აშენებას გეგმავს. „ეს მთელს სოფელში საუკეთესო ადგილია მეღორეობის ფერმისთვის; ირგვლივ უამრავი მუხის ხეა. აქ რკო, წაბლი და გარეული ვაშლი ბლომადაა, შესაბამისად ღორის ხორცს ეს ყოველივე უნიკალურ გემოს მატებს. ჩვენ ფინანსური და ტექნიკური რესურსების მოძიების პროცესში ვართ.“- ამბობს ბატონი ჯამბული.

 

კიდევ ერთი ფერმერი იმავე რეგიონიდან, თამაზ ნათემაძე, ეცდება FAO-ს გრანტის მოპოვებას, ლორის შებოლვისთვის აუცილებელი მოძველებული მოწყობილობების გასაახლებლად. ბატონი თამაზი ლორს საკუთარ ეზოში არსებულ ხის შენობაში 1998 წლიდან აწარმოებს. ის რესტორნებს ამარაგებს მიღებული ნაწარმით, როგორც რეგიონში, ასევე თბილისში. ნათემაძე შებოლილი ლორის წარმოების გაზრდას აპირებს და ეს შესაძლებელი გახდება თუ ის მოახერხებს ლორის შებოლვისთვის არსებული შენობისა და დანადგარების განახლებას და საკუთარი საწარმოს შესაბამისი დანადგარებით აღჭურვას.



TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up