საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება

access_time2019-12-10 15:15:29

„საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა  თემურ ჭყონიამ განუცხადა. უცნობია, რა სახის ინვესტიცია ჩაიდება პროექტში და რა ეღირება უშუალოდ ნივთები, თუმცა ცნობილია, რომ 2020-2021 წელს ქართველ მომხმარებელს McDonald’s-ის  ბრენდის ნივთების შეძენა შეეძლება.


„რასაც McDonald’s-ის ნერგავს, მას აუცილებლად  ავრცელებს ყველა ქვეყანაში. ბუნებრივია,ჩვენთანაც იქნება შესაძლებელი ბრენდული ტანსაცმლისა და ნივთების შეძენა.  McDonald’s-ის ახალი პროდუქცია 2020-2021 წლის მთავარი გეგმა იქნება.  მგონია, რომ  გაამართლებს , რადგან მე პირადად მაქვს ბევრი ნივთი, წინდები, ქურთუკები, მაისური, თერმოსი, რომლებიც საკმაოდ კარგი ხარისხია.  საქართველოში ყველა ნივთი უცვლელი ხარისხით  გაიყიდება. რაც შეეხება ინვესტიციას, ამაზე ვერ ვისაუბრებ რადგან  ჯერ ცნობილი არ არის, მხოლოდ გეგმა გვაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ.“-ამბობს თემურ ჭყონია.  

 

შეგახსენებთ, რომ რესტორნების ქსელმა McDonald’s-მა ახალი ონლაინ მაღაზია გახსნა, სადაც საკუთარ ბრენდირებულ ტანსაცმელს ყიდის. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ.მანამდე კომპანია საფირმო ტანსაცმელსა და აქსესუარებს პარტნიორების დახმარებით და საკუთარ რესტორნებში ყიდდა, ახლა კი ის უკვე ინტერნეტ სივრცეშიც გახდა ხელმისაწვდომი.

 


კოლექციაში მოხვდა 20-მდე ნივთი, მათ შორის, მაისურები, სვიტერები, ქუდები, წინდები, ჩანთები, მაგნიტები, ბლოკნოტები და სხვა აქსესუარები. მათზე დატანილია კომპანიის საფირმო ფერები, ლოგოები და McDonald’s-ის საფირმო კერძები (კარტოფილი ფრი, ბიგ მაკი და სხვა)ჯერ ონლაინ მაღაზია მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით მუშაობს.

 

ცნობისათვის, McDonald’s არ არის პირველი კომპანია, ფასტფუდ კომპანიებს შორის, რომელმაც საკუთარი პროდუქცია საფირმო ტანსაცმლის ხაზში გამოსახა. ცოტა ხნის წინ ე.წ. „პანამა-ბასკეტების“ გაყიდვა დაიწყო KFC-მაც.


ნათია ლომიძე






„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up