საქართველოში ლურჯი მოცვის სეზონი მთავრდება

საქართველოში ლურჯი მოცვის სეზონი მთავრდება

access_time2021-07-29 20:00:10

საქართველოში ლურჯი მოცვის მოსავლის აღება რამდენიმე დღეში დასრულდება. ადგილობრივი მწარმოებლების აზრით, 2021 წლის სეზონი ივნისის ბოლოს რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებული პანიკის და ფასების ვარდნის მიუხედავად, მთლიანობაში, წარმატებული იყო.

 

პირველი პოზიტიური ფაქტორი სეზონის დასაწყისში მაღალი ფასები იყო. საქართველოში ლურჯი მოცვის ღირებულება დიდწილად რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. 2021 წლის დასაწყისში რუსეთში ლურჯი მოცვის ღირებულება  6-8 დოლარამდე გაიზარდა.

 

ზოგადად, სეზონის დასაწყისი მაღალი ფასებით ხასიათდება, თუმცა, ამ წელს ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო, რისი მიზეზიც მაღალი მოთხოვნა გახდა.

 

შემდეგ, ივნისის ბოლოს ერთი კვირის მანძილზე ფასები 2-3 დოლარამდე დაეცა. თავისთავად, არც ეს იყო მოულოდნელი, რადგანაც ამ დროს ლურჯი მოცვის მოსავლის აღება სერბეთში და ბელარუსში იწყება, თუმცა ამ შემთხვევაში ვარდნა უფრო ღრმა აღმოჩნდა - პირველ რიგში რუსეთის ხილ-ბოსტნეულის იმპორტის წესების მნიშვნელოვანი გართულების გამო.

 

ლურჯი მოცვის პლანტაციის მფლობელი და ტრეიდერი გია ჯღარკავა მიიჩნევს, რომ ამ წელს ბევრ მწარმოებელს, განსაკუთრებით მცირეს, არარეალისტური მოლოდინები ჰქონდა.


 

„ფერმერები არ უნდა ელოდონ იმას, რომ ფასები მთელი წლის მანძილზე მაღალი იქნება. ჩვენი ფერმერები და გლეხები მაღალ ფასებს თავიანთი პროდუქციის შესყიდვაში მაშინაც კი მოითხოვდნენ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები უკვე შემცირებული იყო. ამიტომაც მე შევწყვიტე მათგან პროდუქტის შესყიდვა და ძირითადად მსხვილ მწარმოებლებთან ვმუშაობ - მათ საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა კარგად იციან, ამიტომაც რეალისტური მოლოდინები აქვთ“, - განაცხადა მან.

 

სადღეისოდ, რუსეთში მოცვის საბითუმო ფასი 3-4 დოლარია, სავარაუდოდ, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იქნება - რუსული ბაზრის მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, საქართველოში კი ლურჯი მოცვის პლანტაციები ფართოვდება.

 

ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია – ექსპორტის დივერსიფიცირება. ამ კუთხით კომპანია  „Georgian Blue“-სთვის 2021 წელი წარმატებული აღმოჩნდა, რომელმაც ამ წელს ლურჯი მოცვი გერმანიაში და ჰოლანდიაში გაყიდა.

 

„ჩვენს ბაღებში სეზონი ჯერ ბოლომდე ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის ეს წელი წარმატებული იყო, რადგანაც ჩვენ სხვადასხვა ბაზრებზე გავედით, და სამომავლოდ ამ მიმართულებებზე ექსპორტის ზრდას ვგეგმავთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა რატი მორჩილაძემ.

 

კიდევ ერთმა მსხვილმა კომპანიამ „მწვანე ველმა“ ლურჯი მოცვის ექსპორტი ბულგარეთში დაიწყო.

 

east-fruit.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up