Lexus-ში ბოლოს ავტომობილი გუშინ გაყიდეს, თუმცა გაყიდვები 6 თვეში 30%-ით შემცირდა

Lexus-ში ბოლოს ავტომობილი გუშინ გაყიდეს, თუმცა გაყიდვები 6 თვეში 30%-ით შემცირდა

access_time2020-06-19 10:50:02

მომხმარებელთა კლება მარტიდან შეინიშნებოდა, განსაკუთრებით სერვისის მიმართულებით. მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას დაემატა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. თუ ავიღებთ წინა წლის ივნისს, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა, განვლილი ექვსი თვის მიხედვით, საერთო ჯამში, გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ლექსუსში“ განუცხადეს.


კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ავტომობილების ფასი ლარის გაუფასურების ფონზე გაზრდილია, რადგან შესყიდვისა და გაყიდვის ფასები იანგარიშება დოლარში, მიმდინარე კურსის ექვივალენტით.


ამ ეტაპისთვის ბოლო ავტომობილი გუშინ გაიყიდა. ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რითმს და ვიმედოვნებთ, ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი Lexus-ის LX, RX და NX მოდელებია. ჩვენს შემთხვევაში დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როცა ყიდვის გადაწყვეტილებიდან ავტომობილის გაყვანამდე პერიოდი ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა. საბედნიეროდ, ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ მომხმარებელს შეკვეთილი ავტომობილი ვერ შეეძინოს (პანდემიის, ან სხვა მიზეზის გამო). რაც შეეხება ფასებს, ავტომობილების შესყიდვისა და გაყიდვის ფასები იანგარიშება დოლარში, მიმდინარე კურსის ექვივალენტით. რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურებამ გამოიწვია პროდუქტის თვითღირებულების ზრდა, რამაც მის საბოლოო ფასზეც იქონია გავლენა. პანდემიის შემდეგ, დაფიქსირდა რამდენიმე შესყიდვა განვადებით. ჩვენი დაკვირვებით, ბანკებისგან სესხის გაცემის პროცედურა გამკაცრებულია და სტანდარტულთან შედარებით, სესხის დამტკიცებას მეტი დრო სჭირდება“, - აცხადებენ „ლექსუსში“.



„ლექსუსში“ მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, საკარანტინო პერიოდამდე ერთი კვირით ადრე კომპანია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, რაც ორგანიზაციაზე საკმაოდ რთულად აისახა.


ჩვენ თავიდანვე გავიაზრეთ საფრთხეები და სოციალური პასუხისმგებლობა, ამიტომ რამდენჯერმე ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც შოურუმსა და სერვის ცენტრში, ისე ოფისებში. ლექსუსის ფილოსოფია სწორედ მომხამრებელზე ზრუნვაა, ამიტომ ყველა მომხმარებელი ჩვენთან ვიზიტისას უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს. სრულად ვითვალისწინებთ, როგორც ჩვენი მთავრობის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამასთან, ავტოსერვისით სარგებლობისას, შემოსულ ავტომობილს უტარდება სრული დეზინფექცია, რაც გულისხმობს შეხების ძირითადი წერტილების სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავებას.


ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, საკარანტინო პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, რაც საკმაოდ რთულად აისახა ჩვენზე რამდენიმე მიზეზის გამო:


  • საქართველოში ონლაინ გაყიდვები ნაკლებად გავრცელებულია. ამ ფაქტს კიდევ უფრო ართულებს ავტომობილის ყიდვის შემთხვევა, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმრებელი გადის სასიამოვნო პროცესს. ეს პროცესი დისტანციურ რეჟიმში იმ ემოციურ ეფექტს არ ახდენს, რასაც, მაგალითად, შოურუმში ვიზიტი და ავტომობილის საცდელი მართვისას განცდილი შეგრძნებები.
  • ჩვენ არ ვიყავით სრულად მზად ონლაინ გაყიდვებისთვის, თუმცა, მოვახერხეთ სწრაფად ადაპტირება მოცემულ გარემოებებთან. მომხმარებლებს ვთავაზობთ ვირტუალურ ტურს, რომლის მეშვეობითაც შეუძლია სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერონ ჩვენი შოურუმი. სოციალური მედიის საშუალებით კი შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ფასებისა და სიახლეების შესახებ“, - განმარტეს კომპანიაში.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
Lexus



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up