საქართველოში კვერცხის და ფრინველის ხორცის იმპორტი მცირდება, ექსპორტი კი იზრდება. კერძოდ, სტატისტიკის ერონული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 7,588 მლნ ერთეული (207.4 ათასი აშშ დოლარი) კვერცხი შემოვიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 22,788 მლნ ცალი (1,854 მლნ აშშ დოლარი). რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყნიდან - 3,743 მლნ ერთეული (851.6 ათასი აშშ დოლარი) გავიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,646 მლნ ცალი (690.5 ათასი აშშ დოლარი).
ამასთანავე, 2020 წლის 8 თვეში საქართველოში 35,757 ტონა (42,202 მლნ აშშ დოლარი) ქათმის ხორცი შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 31,517 ტონა (36,774 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წელის იანვარ-აგვისტოში 5,243 ტონა (5,739 მლნ აშშ დოლარი) ქათმის ხორცი გავიდა, ხოლო 2021 წელს - 5,805 ტონა (6,351 მლნ აშშ დოლარი).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ვყიდით და ვყიდულობთ, ქათმის კვერცხს და ხორცს.
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის 8 თვეში საქართველომ კვერცხი შეიძინა:
ჩეხეთი - 5 400 მლნ ცალი
თურქეთი - 1 098 მლნ ცალი
უნგრეთი - 602 ათასი ცალი
ნიდერლანდი - 302 ათასი ცალი
რუსეთი - 180 ათასი ცალი
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს კვერცხი (3,743 მლნ ცალი) მხოლოდ აზერბაიჯანში გავიდა.
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ქათმის ხორცი შეიძინა:
თურქეთი - 8 206 ტონა
ბრაზილია - 5 976 ტონა
ნიდერლანდი - 3 103 ტონა
უკრაინა - 2 810 ტონა
აშშ - 2 644 ტონა
ტოპ-5 ქვეყანა, სადაც მიმდინარე წელის 8 თვეში საქართველომ ქათმის ხორცის ექსპორტი განახორციელა:
სომხეთი - 2 986 ტონა
უზბეკეთი - 1 017 ტონა
ყაზახეთი - 802 ტონა
თურქმენეთი - 710 ტონა
აზერბაიჯანი - 237 ტონა
BPN.GE