საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 1400%-ით აჭარბებს

საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 1400%-ით აჭარბებს

access_time2021-08-27 12:00:12

კოვიდის შემთხვევის პირველი დადასტურებიდან 26 აგვისტომდე, საქართველოში 7028 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ყველაზე ბევრი - 79 ადამიანი 25 აგვისტოს. სიკვდილიანობის ახალი შემთხვევების მიხედვით საქართველო კვირაზე მეტია, მსოფლიოში პირველ ადგილს ინარჩუნებს. 79 გარდაცვლილი 3.7 მლნიან ქვეყანაში იგივეა რაც 169 000 გარდაცვლილი მსოფლიოში. 25 აგვისტოს მსოფლიოში ვირუსს 11 300 ადამიანი ემსხვერპლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო კოვიდსიკვდილიანობით მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს 1400%-ით აჭარბებს.


საქართველოში კოვიდსიტუაცია პირობითად შეიძლება 2 ეტაპად დაიყოს, 2020 წლის სექტემბრამდე და მის შემდეგ. 2020 წლის სექტემბრამდე პირველ 6 თვეში ვირუსის სულ 1487 და გარდაცვალების 19 შემთხვევა იყო დადასტურებული. ერთიც და მეორეც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლებოდა. მცირე ხნით საქართველოს პასპორტმა ამერიკულსაც კი აჯობა, რადგან საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები უფრო მეტმა ქვეყანამ გახსნა. დღეს ყოველდღიურად 3-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 4-ჯერ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება ვიდრე პანდემიის პირველ 6 თვეში, ანალოგიური მძიმე მდგომარეობაა სიკვდილიანობის მხრივაც. აგვისტოს 25 დღეში კოვიდით 1208 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდით სიკვდილიანობამ ყველა სხვა ცალკე აღებული დაავადებით გამოწვეულ გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობას გაუსწრო.


საქართველოში ერთ დღეში 79 გარდაცვლილი, მოსახლეობის რაოდენობას თუ შევუფარდებთ, იგივეა, რაც 3100 გარდაცვლილი რუსეთში მაშინ როცა ამ ქვეყანაში 25 აგვისტოს 809 ადამიანი გარდაიცალა, 7100 გარდაცვლილი აშშ-ში, (გარდაიცვალა 1287), 1790 გარდაცვლილი გერმანიაში (გარდაიცვალა 33), 1450 გარდაცვლილი ბრიტანეთში (გარდაიცვალა 149), 29 900 გარდაცვლილი ინდოეთში (გარდაიცვალა 608), 169 000 გარდაცვლილი მსოფლიოში (გარდაიცვალა 11 300).


აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოში 7028 გარდაცვლილიდან სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 1 იყო. რაც 0.014%-ს შეადგენს.




საქართველოში, 26 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებული 332 ათასი პირია, რაც სრული მოსახლეობის 9%-ზე ნაკლებია. მათგან ნახევარზე მეტი აგვისტოში აიცრა. პანდემიის დასამარცხელბლად კი მინიმუმ მოსახლეობის 60%-ის აცრაა საჭირო.


ბოლო პერიოდში ხშირად მანიპულაციური განცხადებები ვრცელდება, რომლის თანახმადაც იმის მუხედავად, რომ ისრაელმა მოსახლეობის 60%-ზე მეტი აცრა, ქვეყანაში ყოველდღურად ინფიცირების რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება და თითქოს ამიტომ აცრას აზრი არ აქვს. სტატისტიკის მომშველიელებლებს, ინფიცირებულებთან ერთად სიკვდილიანობის მაჩვენებლის მოყვანა რატომღაც „ავიწყდებათ“. 1-25 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში სულ ინფიცირების 112 700 შემთხვევა გამოვლინდა და 1208 გარდაიცვალა, ისრაელში კი უფრო მეტი - 150 000 შემთხვევა გამოვლინდა და თითქმის 3-ჯერ ნაკლები - 436 გარდაიცვალა. 1-ლი ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით კი საქართველოში ინფიცირების 188 000 ინფიცირებულიდან 2255 გარდაიცვალა, ხოლო ისრაელში 186 000 შემთხვევიდან 497. ზაფხულში თანაბარი ინფიცირების პირობებში ისრაელში მსხვერპლი საქართველოსთან შედარებით 4.5-ჯერ დაბალი იყო. ეს იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობა 3.7 მლნ-ა, ისრაელის კი 9.3 მლნ.


გასთვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, გარდაცვალების ფაქტი ინფიცირებიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ დგება, თეორიულად ხვალიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა 0-ზეც რომ დავიდეს, სექტემბრის პირველი ნახევარი მაინც მძიმე იქნება.



ვერც ლოქდაუნი, ვერც პირბადე და ვერც რომელიმე სხვა რეგულაცია ვერ მოქმედებს ვირუსზე ისე ეფექტიანად, როგორც ვაქცინა. გარდა იმისა რომ აკრძალვები ადამიანის თავისუფლებას ხელყოფს და ეკონომიკასაც ანადგურებს, ვირუსთან ბრძოლოს თვალსაზრისითაც დიდი შედეგით ვერ გამოირჩევა და გავრცელებას მხოლოდ დროში ავადებს, ვაქცინა კი სიკვდილიანობას ერთმნიშვნელოვნად ამცირებს. იმისთვის, რომ საქართველოში ზამთრის დადგომამდე მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ორჯერადი ვაქცინაცია მოესწროს, დღიურად 35 000 აცრის ჩატარებაა საჭირო, 70%-ის ვაქცინირებისთვის - დღიურად 43 000 აცრა.  ამ დრომე რეკორდი კი დღიურად 30 000 აცრას შეადგენს.


ჯერ ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში სწავლის განახლება ისევ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახალი კვლევები ჯერ არ გამოქვეყნებულა, ძველების მიხედვით კი საქართველო საშუალო განათლების ხარისხით პანდემიამდეც სავალალო პირობებში იმყოფებოდა, დისტანციურმა სწავლებამ კი პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up