საქართველოში კოვიდით 25-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე აგვისტოს ომში - ვინ იღებს პასუხისმგებლობას?!

საქართველოში კოვიდით 25-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე აგვისტოს ომში - ვინ იღებს პასუხისმგებლობას?!

access_time2021-11-10 16:00:23

საქართველოში 10 ნოემბერს კოვიდით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც ჯამში პანდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა 10 662-მდე გაზარდა. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საქართველო სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს, თუ არასუვერენულ გიბრალტარს და ჯუჯა სან-მარინოს გამოვრიცხავთ  მე-10 ადგილს. ამავე დროს, 10 ნოემბრის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 26%-ა აცრილი - სამიზნე მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლები. იმ ფაქტზე, რომ კოვიდმა უკვე 25-ჯერ მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე აგვისტოს ომმა, პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

 


კოვიდით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ძალიან მალე ქვეყანაში ყველაფერი დაიკეტა და აკრძალვებმა კომიკური ხასიათიც კი მიიღო. ადამიანებს 3000 ლარით მხოლოდ იმისთვის აჯარიმებდნენ თუ მანქანის წინა სავარძელზე მეუღლეს დასვამდნენ, ან მამა-შვილს მაღაზიაში დისტანციის დაუცველობისთვის. აპრილში ონლაინ-ვაჭრობაც კი შეიზღუდა. ორი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 10 დღის განმავლობაში კი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებაც აკრძალული იყო. 31 მარტიდან 23 მაისამდე საღამოს 21:00 სთ-ის მერე გარეთ გასვლა 3000 ლარიანი ჯარიმით ისჯებოდა, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა.

 


ეკონომიკის გამანადგურებელმა შეზღუდვებმა მხოლოდ 6 თვით იმუშავა. 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში სულ 1487 ინფიცირებული და 19 გარდაცვლილი ირიცხებოდა, მაგრამ სექტემბრიდან ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა, რის შედეგადაც ნოემბერ-დეკემბერში უკვე ყოველდღიურად იმაზე 3-ჯერ მეტი ადამიანი ინფიცირდებოდა და იღუპებოდა, ვიდრე პირველ ექვს თვეში ერთად. დიდად ეფექტიანი არც 28 ნოემბერს გამოცხადებული მეორე ლოქდაუნი აღმოჩნდა. წლის ბოლოს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 227 ათასს, მსხვერპლმა კი 2505-ს მიაღწია. პარალელურად ეკონომიკა 2020 წელს 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ აღარ მომხდარა, მათ შორის არც 2009 წელს.

 


ხელმეორედ გამოცხადებული კომენდანტის საათი მხოლოდ 2021 წლის 1-ელ ივლისს გაუქმდა, აგვისტო-სექტემბერში 1 თვით საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ აიკრძალა, ამის მიუხედავად 2021 წელი 2020-ზე მძიმე აღმოჩნდა.

 


საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაგალითმა ნათლად აჩვენა, რომ უხილავ ვირუსთან საბრძოლველად რეგულაციები არაეფექტიანია. გარდა იმისა, რომ კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები ადამიანის უფლების უხეში დარღვევაა, ის ეკონომიკას ანგრევს, თუ განვითარებულ ქვეყანაში დანაზოგი ბევრს აქვს, განვითარებადში უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანის მდგომარეობა კატასტროფული ხდება, რის შემდეგაც ბევრი მათგანი კოვიდით არა, მაგრამ შიმშილით, არასრულფასოვანი კვებით ან შექმნილი ვითარების გამო მიღებული სტრესით იღუპება. ამასთან რეგულაციები კოვიდით სიკვდილიანობას მხოლოდ დროში ავადებს. შვედეთი, რომელსაც მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესებია, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით პანდემიის პირველ ტალღაზე სიკვდილიანობით პირველ ათეულში იყო, დღეს 54-ეზეა.

 


ა არის გამოსავალი? 47 მლნ-იან ესპანეთში ბოლო 10 დღეში კოვიდით 162 ადამიანი დაიღუპა, 60 მლნ-იან იტალიაში 391, ნიდერლანდებში, სადაც მოსახლეობა 17 მლნ-ს აჭარბებს - 201, საქართველოში კი 617.





იაპონიასთან შედარებით საქართველოში სიკვდილიანობა 348-ჯერ მაღალია, საამიროებთან შედარებით 278-ჯერ, ისრაელთან შედარებით 52-ჯერ, ესპანეთთან შედარებით 48-ჯერ, თურქეთთან შედარებით 7.6-ჯერ, აზერბაიჯანთან შედარებით 6.8-ჯერ, რუსეთთან შედარებით 2-ჯერ.





როგორც ცხრილიდან, ასევე დიაგრამიდან კორელაცია ვაქცინაციასა და სიკვდილიანობას შორის ნათლად იკვეთება. ყველგან, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი მაღალია, სიკვდილიანობა დაბალია და პირიქით, ყველგან სადაც ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია სიკვდილიანობა მაღალია.

 

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი განვითარებულ მსოფლიოსთან შედარებით თითქმის 3 თვით დაგვიანებით 15 მარტს დაიწყო. საწყის ეტაპზე ის მხოლოდ მედპერსონალისა და 75 წელს გადაცილებული პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ასაკობრივმა ზღვარმა ჯერ 65 წლამდე, შემდეგ კი 55 წლამდე დაიწია. მაისიდან სინოფარმის შემოსვლის შემდეგ აცრა ყველა სრულწლოვანისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ივლისში ფაიზერის შემოსვლის შემდეგ ასაკობრივმა ზარმა 16 წლამდე დაიწია, მალევე ქრონიკული დაავადებების მქონე 12-15 წლის მოზარდების აცრაც დაუშვეს, გამონაკლისის სახით რამდენჯერმე უფრო მცირე ასაკის ბავიც აცრეს, ნოემბერში მშოვლის თანხმობით ვაქცინა 12-15 წლის ყველა მოზარდისთვის დასაშვები გახდა.

 


სექტემბრიდან აცრილებისთვის გათამაშება ამოქმედდა, რომლის საპრიზო ფონდიც 2.8 მლნ ლარია, 9 ნოემბრიდან ყველა პენსიონერი, ვინც 2022 წლის იანვრამდე აიცრება, პენსიაზე ერთჯერად 200 ლარიან დანამტს მიიღებს. 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება. აუცრელი ადამიანი, თუ კოვიდი არ აქვს გადატანილი, ან ბოლო 72 სთ-ში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი არ გააჩნია, რესტორანში, მუზეუმში, კინო-თეატრში, საკონცერტო დარბაზში, სამორინეში, სასტუმროში, სპა ცენტრში, ფიტნეს ცენტრში და სამთო კურორტების საბაგიროზე აღარ დაიშვება, მაგრამ მწვანე პასპორტი მხოლოდ სტუმარს მოეთხოვება და არა პერსონალს. აცრის გარეშე დაუშვებენ ტრანსპორტშიც რომელიც ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდი რისკის მატარებლად ითვლება. აცრა სავალდებულო არ გამხდარა არც ექიმებისთვის და არც მასწავლებლებისთვის, იმის მიუხედავად, რომ 12 წლამდე ბავშვები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იცრებიან და ავტომატურად მომატებულ რისკ-ჯგუფში ხვდებიან.

 


რატომ ჩავარდა ვაქცინაციის პროცესი? რატომ დაიღუპა კოვიდით 25-ჯერ უფრო მეტი ადამიანი ვიდრე რუსეთთან ომში? ეპიდემიოლოგები ხშირად მორალურ პასუხისმგებლობას მოსახლეობას აკისრებენ, რომ თურმე ხალხი მაინც დაქეიფობს და პირბადეს არ ატარებს. თუ ქეიფია საფრთხე, მაშინ რატომ სვამდა კრამიტით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი? რამდენად იცავს პირბადე, მაშინ როცა 2020 წლის 15 ივნისით დათარიღებულ #368 დადგენილების #2 მუხლის 4ა პუნქტში ვკითხულობთ, რომ სამედიცინო პირბადისგან განსხვავებით, რომელიც მაღალეფექტიანია, ქსოვილის პირბადის ეფექტიანობა 0.6%-დან 70%-მდე მერყეობს.

 


2020 წლის მარტსა და აპრილში კამპანიამ „დარჩი სახლში“ იმუშავა, აცრასთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი გაკეთებულა. დედაქალაქში ვაქცინაციის მოწოდების სულ რამდენიმე ბანერი გააკრეს  ისიც კომპანია „ალმასგან“ უფასოდ გადაცემულ სარეკლამო ადგილებზე, რომლიდანაც ერთ-ერთზე არჩევნების წინ ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ე.წ. სისხლიანი ბანერი გადააკრეს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას პირველი დოზით 23 მარტს აიცრა, მას შემდეგ 6 თვეზე მეტი გავიდა და მეორე დოზა ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 


პრემიერმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აცრა სავალდებულო არ გახდებოდა. თუ ადამიანის არჩევანია პრიორიტეტი, მაშინ რატომაა პირბადე სავალდებულო და რატომ იყო ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერებიდან კიდევ 4 თვე კომენდანტის საათი, მთავრობის ხელმძღვანელს აღარ განუმარტავს.

 


სიკვდილიანობის პიკი, როგორც წესი, ინფიცირების პიკიდან 2 კვირის შემდეგ დგება ხოლმე. აგვისტოს ინფიცირების პიკიდან სიკვდილიანობის პიკი სექტემბრის დასაწყისში დადგა და რამდენმჯერმე დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა. აგვისტოს მსგავსად ნოემბერშიც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5-6 ათასის ფარგლებში მერყეობს და უახლოესი მომავლის პროგნოზი მხოლოდ და მხოლოდ საგანგაშოა.

 


პატრიარქმა 2020 წლის 15 თებერვალს ქადაგებისას აღნიშნა, რომ სენი რომელიც მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ დაფიქსირებულა, რაც მან ღვთისმშობლის წილხვდომილობას დაუკავშირა. ამ განცხადებიდან 21 თვის შემდეგ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ ხუთნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მეორე ტურის შემდეგ, 3 ნოემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოს ვაქცინის კურთხევისკენ, მთავრობას კი რისკ-ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის მოწოდება არც საპატრიარქოს გაუთვალისწინებია და არც მთავრობას.

 


10 600-ზე მეტი გარდაცვლილის მიუხედავად, ამ დრომდე არც ერთი პირის არათუ სამათლებრივი, სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც კი არ დამდგარა  არც ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძეს.

 

უინსტონ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის წინ განაცხადა: „თქვენ გქონდათ არჩევანი სირცხვილსა და ომს შორის, თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ამიტომ მიიღებთ ომს“. ბრიტანეთს მართლაც მოუწია ომში ჩაბმა. საქართველომ გასული წლის მარტში ეკონომიკის გადარჩენას კოვიდის შეჩერება ამჯობინა, შედეგად რეკორდული ეკონომიკური ვარდნა და 10 600-ზე მეტი გარდაცვლილი მიიღო.


Commersant




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up