საქართველოში კოვიდინფიცირების 15 762  ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა

access_time2022-01-25 10:55:10

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 74 200  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 762  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 160  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  21.24%

 


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით.



ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 075 154.



რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 14.15% ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.01%.




ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 972 745.



ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 774 პირი ემსხვერპლა.



დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.



ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 87 609 საიდანაც: 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 938, აჭარაში - 632, იმერეთში - 915. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 963 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 132, იმერეთში - 262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი,  მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 49, იმერეთში - 27. 2 064 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 220 - თბილისში, 679 - აჭარაში. 80 950 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 26, ხოლო აჭარაში - 4.



სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299  პირი.






დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია
access_time2022-07-06 12:55:27
„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია...

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს
access_time2022-07-06 14:00:39
2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი. კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან...

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა
access_time2022-07-06 13:00:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს...


მსგავსი სიახლეები

up